მუნდიალი 2018: ბრაზილია - სრული ანალიზი - სამბა დიდი დოზით!

სიახლე 13.06.2018
A+ A- 16:57

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ასეთი დაბალანსებული და გააზრებულად მოთამაშე 2002 წლის მუნდიალის შემდეგ აღარ ყოფილა.

2016 წელს „პენტაკამპეონთა“ მთავარ მწვრთნელად „კორინთიანსის“ დამრიგებელი ტიტე დაინიშნა.

57 წლის სპეციალისტმა ბრაზილიის ნაკრებს თავდაჯერებულობა დაუბრუნა და გუნდში მყარი სათამაშო სქემა შექმნა, რომელსაც „სელესაო“ უკვე 2 წელია იყენებს.

დიახ, ბრაზილია აღარ არის ის ლაღი და სამბას მოცეკვავე გუნდი, რადგან ბოლო წლებში მათი სტილი შეიცვალა და ეს ახალ თაობას უკავშირდება, თუმცა მათ რამდენიმე „მოცეკვავე“ მაინც ჰყავთ, რაც წარმატებისთვის ჯერჯერობით საკმარისია.

ბრაზილია რუსეთის მუნდიალზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში მიემგზავრება.

საკვალიფიკაციო ეტაპი

„პენტაკამპეონებმა“ კონმებოლის ზონა ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და მხოლოდ 1 შეხვედრა წააგეს.

ბრაზილიამ საძულველ არგენტინას საკუთარ კედლებში 3:0 სძლია და ტიტეს გუნდის ძალებში საბოლოოდ, ყველა სწორედ ამ დღეს დარწმუნდა.

“სელესაომ“ უახლოეს მდევარ ურუგვაის 10 ქულით გაუსწრო და საკვალიფიკაციო ეტაპზე კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.

ბრაზილიის ნაკრებმა 2016 წლიდან დღემდე, ჩატარებული შეხვედრების 68% მოიგო და მარცხით მხოლოდ 8% დაასრულა.

ისტორია - ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატებზე

რუსეთის მუნდიალი ისტორიაში რიგით 21-ე იქნება. ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

„სელესაომ“ მუნდიალი 5-ჯერ მოიგო, ხოლო 2-ჯერ ფინალში დამარცხდა.

1950 წელს მარაკანაზე ურუგვაისთან წაგებული ფინალის შემდეგ მთელმა ბრაზილიამ ურთულესი დრო გამოიარა და „ჯინგას“ (ბრაზილიური საფეხბურთო სტილი) დახმარებით მათ  1958, 1962 და 1970 წლებში მუნდიალი სამჯერ მოიგეს და საფეხბურთო ისტორია დაწერეს.

პელესა და გარინჩას ლიდერობით ბრაზილია საფეხბურთო მონსტრად იქცა. მათი ყველას ეშინოდა, თუმცა ისინი ყველას უყვარდა.

1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე „სელესაომ“ უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა - ზიკო, სოკრატესი, ედერი და სხვები უბრალოდ ცეცხლოვან შოუს დგამდნენ.

ერთი შეხედვით მათი შეჩერება არავის შეეძლო, თუმცა ეს პრაგმატულმა და ფავორიტთა სიის მიღმა დარჩენილმა იტალიის ნაკრებმა მოახერხა, რომელსაც ციხიდან ახლადგამოსული პაოლო როსი ლიდერობდა.

ბევრის აზრით, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრები ისტორიაში საუკეთესო იყო, თუმცა მათ თასი ვერ მოიგეს და თავიანთი პოტენციალი ბოლომდე ვერ წარმოაჩინეს.

ბრაზილიასა და იტალიას შორის 1994 წლის ამერიკის მუნდიალზე ვენდეტა შედგა.

რომარიოს ლიდერობით „სელესაომ“ ფინალში გააღწია და „სკუადრა აძურას“ პენალტების სერიაში სძლია.

ყველას კარგად ახსოვს ისტორიული მომენტი, როდესაც ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ თერთმეტმეტრიანი ააცილა.

1998 წელს რონალდო-რივალდო-ბებეტოს ბრაზილია საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და ფინალშიც ითამაშა, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად მასპინძელ ფრანგებთან 0:3 დამარცხდა.

4 წლის შემდეგ, კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ თასი დაიბრუნა და ისტორიაში მეხუთედ პლანეტის უძლიერესი ნაკრების სტატუსი მოიპოვა - „პენტაკამპეონები“.

რივალდო, რონალდო, რონალდინიო, დენილსონი, კაფუ, კარლოსი და სხვები - ლუიშ ფელიპე სკოლარის საოცნებო თაობა ჰყავდა.

ბრაზილია ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა იდგა და ეს ყველაფერი ლოგიკურად დაგვირგვინდა.

2002 წლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებისგან მხოლოდ სახელია დარჩენილი. 2006 წელს გერმანიაში ვარსკვლავებით სავსე „სელესაოს“ 34 წლის ზინედინ ზიდანმა ნამდვილი მასტერ კლასი ჩაუტარა და კარლოს ალბერტო პარეირას გუნდი მეოთხედფინალიდან უკან ბრაზილიაში დააბრუნა.

წლევანდელ მუნდიალზე ტიტეს ფორმაციის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფავორიტია. ნეიმარის მეთაურობით „პენტაკამპეონები“ ნამდვილ სპექტაკლებს გვპირდებიან.

ტიტეს განაცხადი და ტაქტიკა - პრაგმატული, მაგრამ ეფექტური

მეკარეები: ალისონი ("რომა), ედერსონი ("სიტი"), კასიო ("კორინთიანსი").

მცველები: ფაგნერი ("კორინთიანსი"), დანილო ("სიტი"), ტიაგო სილვა ("პსჟ"), მარკინიოსი ("პსჟ"), მირანდა ("ინტერი"), გორომელი ("გრემიო"), მარსელო ("რეალი"), ფელიპე ლუისი ("ატლეტიკო").

ნახევარმცველები: კაზემირო ("რეალი"), ფერნანდინიო ("სიტი"), პაულინიო ("ბარსელონა"), კოუტინიო ("ბარსელონა"), რენატო აუგუსტო ("ბეიჰინგ გუოანი"), ვილიანი ("ჩელსი"), ფრედი ("შახტარი").

თავდამსხმელები: ნეიმარი ("პსჟ"), გავრიელ ჟეზუსი ("სიტი"), ფირმინო ("ლივერპული"), დუგლას კოშტა ("ბაიერნი"), ტაისონი ("შახტარი").

ტიტემ ბრაზილიელ გულშემატკივრებს კითხვის ნიშნები არ დაუტოვა 23 კაციან განაცხადში ყველა ის მოთამაშე შეიყვანა, ვისი ხილვაც მილიონობით ქომაგს სურდა.

ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე დუნგასა და ლუიშ ფელიპე სკოლარის სწორედ ეს პრობლემა ჰქონდათ. ისინი პირადი შეხედულებებით მოქმედებდნენ და სახლში ბევრი ვარსკვლავი დატოვეს, რამაც საბოლოოდ ბრაზილია სავალალო შედეგებამდე მიიყვანა.

ტიტე „სელესაოს“ კარს „რომას“ გოლკიპერს ალისონს ანდობს. სათადარიგოთა სკამზე ბრაზილიას მეორე უმაღლესი დონის მეკარე ედერსონ მორაეში ჰყავს, რომელმაც „მანჩესტერ სიტიში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

„სელესაოს“ უკანა ხაზი საკმაოდ შთამბეჭდავია. დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელოსა და ფელიპე ლუიშს შორის დიდი კონკურენციაა. მარჯვენა ფრთაზე დანი ალვეში უკონკურენტო იყო, მაგრამ ტრავმის გამო, ტიტემ რუსეთში დანილოს უხმო.

შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელთა სუსტი წერტილი სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგია.

ცენტრს სავარაუდოდ ტიაგო სილვა და მირანდა გაამაგრებენ, მაგრამ ტიტეს სიმპათიებს მარკინიოსიც იმსახურებს. ამ მხრივ ნაკრებში ჯანსაღი კონკურენციაა.

ნახევარდაცვა ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ძლიერი რგოლია.

რატომ უცნაური? ჩვენ ვსაუბრობთ ბრაზილიის ნაკრების ნახევარდაცვაზე და ვიხსენებთ ზიკოს, სოკრატესს, რივალდოს, რონალდინიოს, კაკას და სხვებს. დღეს კი ვხედავთ პაულიოს, კაზემიროსა და ფერნადინიოს.

სამიდან არცერთი მათგანი არ არის შემქმნელი ნახევარმცველი. კაზემიროსა და ფერნანდინიოს უშუალო მოვალეობა მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლაა, ხოლო პაულინიო ეგრეთწოდებული box to box-ს თამაშობს. წინ და უკან - ბეზერა მოედნის ცენტრს ამაგრებს და შეტევებში აქტიურად ერთვება.

შეიძლება ითქვას, რომ პაულინიო ყველაზე არაბრაზილიელი ბრაზილიელია. მისი ტექნიკა რბილად, რომ ვთქვათ არც თუ ისეთი მიმზიდველია. „ბარსას“ ნახევარმცველის მთავარი კოზირი ფიზიკური მომზადება, ორთაბრძოლების მოგება და გოლის ალღოა.

ტიტეს გუნდის ნახევარდაცვის გადალახვა ურთულეს საქმეს წარმოადგენს.

აგრესიული პრესინგის შედეგად „სელესაოს“ შემტევი ტრიო ნეიმაირი-კოუტინიო-ჟესუსი მეტოქის დაცვას ნამდვილ კოშმარს უწყობს.

ბრაზილია კონტრშეტევებს იდეალურად იყენებს და ამაში მთავარი წვლილი სწორედ ხისტ ნახევარდაცვას მიუძღვის.

ტიტე ძირითადად სწორედ ამ ტაქტიკითა და ამ შემადგენლობით თამაშობს ხოლმე, თუმცა მათ თადარიგში არანაკლებ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ.

სავსებით შესაძლებელია, რომ ძირითადში ჟესუსის ნაცვლად რობერტო ფირმინო ვიხილოთ, რომელსაც „ლივერპულში“ ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.

„სელესაოს“ თადარიგში ორი ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბი ჰყავს - დუგლას კოშტა და ვილიანი ნებისმიერი ნაკრების ძირითად შემადგენლობას დაამშვენებდნენ.

ტიტეს ტაქტიკა დღემდე იდეალურად მუშაობს. ტექნიკური უკანა ხაზი შეტევას იწყებს, ხისტი ნახევარმცველები კი შემტევებს მოედანზე მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან.

მოკლე და კრეატიული გადაცემებით ბრაზილია მეტოქის საჯარიმომდე ეფექტურად მიდის, სადაც იწყება მთავარი - ნეიმარის შოუ.

„პენტაკამპეონთა“ ათიანი კოუტინიოსა და მარსელოსთან ერთად მეტოქე გუნდის დაცვას ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობს.

საჯარიმოში ჟესუსთან ერთად პაულინიოც შედიც და მცველებს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტს უქმნის.

არის მეორე ვარიანტიც. პაულინიო-ფერნანდინიო-კაზემიროს ტრიოდან რომელიმე თადარიგში რჩება და მოედნის ცენტრში გამთამაშებლად კოუტინიო იწევს, მის ნაცვლად კი მარჯვენა ფლანგიდან ვილიანი იმოქმედებს.

ასეთი სტილის „სელესაო“ გაცილებით შემტევი და საინტერესოა.

რომელიმე ევროპული გრანდის წინააღმდეგ ტიტეს ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების ხილვა ძალიან საინტერესო იქნება.

მეტოქეები

E ჯგუფში ბრაზილიასთან ერთად კოსტა-რიკა, სერბეთი და შვეიცარია იმყოფებიან.

რა თქმა უნდა, „სელესაო“ უდაო ფავორიტია, თუმცა სერბეთისა და შვეიცარიის საკმაოდ სიმპათიური ნაკრებები ტიტეს გუნდს პრობლემებს შეუქმნიან.

არ უნდა ჩამოვწეროთ წინა მუნდიალის მთავარი სენსაცია კოსტა-რიკა, რომელიც საჩუქარი არცერთი ნაკრებისთვის არ იქნება.

ბრაზილია მუნდიალს 17 ივნისს შვეიცარიასთან მატჩით გახსნის.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა ლიდერმა პაულო დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ნაკრებში მის ირგვლივ არსებული სიტუაცია შეაფასა. დიბალამ...

B ჯგუფის მეორე ტური საკმაოდ პრაგმატული გამოდგა. პირველ მატჩში პორტუგალიამ მაროკო დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა კიდევ უფრო რთულ შეხვედ...

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის 2 ტურის შედეგად, ტურნირის პირველი 2 მერვედფინალისტი შევიტყვეთ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს 6 ქულა ჰქონდა, იგი შემდეგ ეტაპ...

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...

მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო ირანთან შეხვედრისთვის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს. პირველ ტურში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრეს შე...

ლუკაშ პოდოლსკი პოდოლსკი „კიოლნის“ ლეგენდაა! ლუკაშმა„ბაიერნსა“ და „არსენალში“ საკმაოდ წარმატებული დრო გაატარა, თუმც...

მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან ...

A ჯგუფის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. მუნდიალის მაპსინძელმა რუსეთმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ეგვიპტე აშკარად დაჯა...

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი „ჩელსის“ ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური და ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ. ნე...

20 ივნისს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის მინისტრთან და ქალა...

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო ირანთან შეხვედრისთვის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს. პირველ ტურში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრეს შე...

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში ომარ მიგინეიშვილი და ბუბა დაუშვილი ვარჯიშობენ. crystalsport-ის ც...

ლუკაშ პოდოლსკი პოდოლსკი „კიოლნის“ ლეგენდაა! ლუკაშმა„ბაიერნსა“ და „არსენალში“ საკმაოდ წარმატებული დრო გაატარა, თუმც...

2018-19 წლების სეზონის უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სამტრედია'' ყაზახურ ''ტობოლს'' შეხვდება, რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბუ...

საფეხბურთო კლუბმა ''კრასნოდარმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. რუსული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გ...

მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან ...

A ჯგუფის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. მუნდიალის მაპსინძელმა რუსეთმა შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და ეგვიპტე აშკარად დაჯა...

ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა დღეს, 19 ივნისს ვარჯიში გამართა. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ნეიმარმა თავდაპირველად ვარჯიშში მონაწილეობა მი...

H ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაში, სენეგალის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და იაპონიასთან ერთად, ქვეჯგუფს სათავეში ჩაუდგა. აფრიკელებმა მატჩი საკმაოდ დისცი...

H ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, კოლუმბიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. აზიელებს ცოტა გაუმართლათ კიდეც, რადგან მატჩის მე-3 წუთზე, კოლუმ...

არგენტინის ნაკრები პირველ ტურში ისლანდიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ დიდი საფრთხის წინაშე დგას. ხორხე სამპაოლის გუნდს ხორვატიასთან დამარცხების შემთხვევ...

რეკომენდებული სიახლეები
აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ სცნეს. როგორც New York Post-ი იუწყება, ბრალდების მხარე ნაფიცი მსაჯულისთვის ვი...
20.06.2018
მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან ...
20.06.2018
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო იერო ირანთან შეხვედრისთვის შემადგენლობის შეცვლას გეგმავს. პირველ ტურში პორტუგალიასთან ნათამაშები ფრეს შე...
20.06.2018
მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...
20.06.2018
2018-19 წლების სეზონის უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''სამტრედია'' ყაზახურ ''ტობოლს'' შეხვდება, რომლის შემადგენლობაში ქართველი ფეხბუ...
20.06.2018
მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავა...
20.06.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
20.06.2018
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი „ჩელსის“ ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური და ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ. ნე...
20.06.2018
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულ ლიდერ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში ომარ მიგინეიშვილი და ბუბა დაუშვილი ვარჯიშობენ. crystalsport-ის ც...
20.06.2018
B ჯგუფის მეორე ტური საკმაოდ პრაგმატული გამოდგა. პირველ მატჩში პორტუგალიამ მაროკო დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ხოლო ესპანეთმა კიდევ უფრო რთულ შეხვედ...
21.06.2018
საფეხბურთო კლუბმა ''კრასნოდარმა'' ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. რუსული კლუბის ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გ...
20.06.2018
უკანასკნელი სიახლეები