ბოლქვაძის მორიგი გამანადგურებელი გამარჯვება! - ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია
Aa
Aa

ბოლქვაძის მორიგი გამანადგურებელი გამარჯვება! - ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია

მარიამ ბოლქვაძემ მანჩესტერში მიმდინარე 100 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად დასძლია, დღეს კი ძირითადი ბადის პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ბოლქვაძის მოწინააღმდეგე ამერიკელი, ჯემი ლოები გახლდათ, რომელიც მსოფლიოს 159-ე ჩოგანია და მიმდინარე ტურნირზე მე-16 ნომრად გახლდათ განთესილი.

ქართველი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით, 6:3 6:1 მოიგო.

მარიამს, რომელმაც 2 ეისი მოაწოდა და ორმაგი შეცდომა არ ჰქონია, პირველი მოწოდების 72%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, რომლიდანაც ქულების 66% მოიგო, მეორე მოწოდებაზე კი 16-დან 11 ქულა აიღო, რაც 69%-ია. 

მარიამ ბოლქვაძე ტურნირის მომდევნო წრეში, ანუ 1/8 ფინალში, სარა სორიბეს ტორმოსა და კიმბერლი ბირელის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები