Aa
Aa

"რეალის" მწვრთნელი: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"!..

მადრიდის "რეალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, ლიონელ მესის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

ლოპეტეგიმ ამის შესახებ რამდენჯერმე განცხადა. გთავაზობთ მის კომენტარებს მესის შესახებ:

2016 წლის ნოემბერი - "არასდროს შევხვედრივარ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ლეო მესია. არ მომწონს, როცა სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს ადარებენ, თუმცა მისი მსგავსი არც მინახავს და ვფიქრობ, ვერც ვერასდროს ვნახავ". 

2017 წელი - "მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მესი საუკეთესო მოთამაშეა. მას შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავდა, მწვრთნელები კი კიდევ უფრო უკეთესს ხდიდნენ". 

2018 წლის მაისი - "რთულია, ვინმე მისი მსგავსი ნახო.  იგი კარიერის ყველა ეტაპზე ახერხებდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო ყოფილიყო. მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა. ჩემი აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა". 

ასევე იხილეთ - ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები