ზაზა ფაჩულია:
Aa
Aa

ზაზა ფაჩულია:"ჩემპიონობას ქართველ ხალხს ვუძღვნი"

ჟურნალისტი: „ზაზა პირველი ავტობუსით შენ და კლეი მოხვედით და აღლუმი სწორედ თქვენ გახსენით, გახარებული გულშემატკივრების სახეების დანახვისას რა შეგრძნება დაგეუფლა“?

ზაზა:“აღლუმის გახსნა და პირველი ავტობუსით მოსვლა განსაკუთრებული შეგრძნება იყო, რადგან ქომაგების ყველაზე აღტაცებული და ბედნიერი სახეები პირველმა ჩვენ ვნახეთ. ქალაქის ქუჩებში ათასობით გულშემატკივარი იყო გამოსული, როდესაც „ორაქლ არენაზე“ თამაშობ მატჩს 20000 ქომაგი ესწრება, დღეს აქ 10-ჯერ, 20-ჯერ, 100-ჯერ მეტი გულშემატკივარი ვნახეთ. შესანიშნავი დღე იყო, აღლუმები მუდამ სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, ჩემპიონობის მეორედ მოპოვებით ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობდი აღლუმის თითოეული წუთით მესიამოვნა. ოჯახის წევრებთან ერთად ფოტოები და ვიდეოები გადავიღე, მაგრამ პრობლემების გამო ფეისბუქ ლაივი ვერ ჩავრთე, თუმცა მოგვიანებით ვიდეოებს და ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავ“.

ჟურნალისტი: „საქართველოდან გამოხმაურებები გქონდა?

ზაზა:„რა თქმა უნდა, საქართველოს და კალიფორნიას შორის 11 საათიანი განსხვავებაა და აღლუმი მათთვის იდეალურ დროს იმართებოდა(იცინის). ქართველები მხარს მთელი სეზონის განმავლობაში მიჭერდნენ და ჩემპიონობას სწორედ მათ ვუძღვნი. ჩემი ქვეყნისთვის ეს უდიდესი პატივია. მეორეს მხრივ ჩემი საუკეთესო მეგობრები აქ არიან და ავტობუსში კლეისთან ერთადაც ისხდნენ. ორივეს თან საკმაოდ ბევრი ადამიანი გვახლდა, კლეის სოაცარი ოჯახი ჰყავს“!

ჟურნალისტი: „რადგან კლეიზე საუბრობ, წელს თქვენს შორის გამართული ჩატენვების კონკურსი ვინ მოიგო“?

ზაზა:„მე მოვიგე! კლეი ტომპსონისგან ღირსეულ საჩუქარს ველი, რომელსაც ადგილს სახლში მივუჩენ და მისი დანახვისას 2017-18 წლების სეზონი გამახსენდება“.

ჟურნალისტი: „ბოლო დაპირისპირება გახსოვს? სადაც შენ და კლეი ჩატენვებში შეეჯიბრეთ“?

ზაზა:„კი, რა თქმა უნდა, კლეი არ გამინადგურებია, მაგრამ საკმაოდ სოლიდური სხვაობით გავიმარჯვე“.

ჟურნალისტი: „შენ და კლეი საუკეთესო მეგობრებად როგორ იქეცით"?

ზაზა:„ურთიერთობა დროის გასვლასთან ერთად გაღრმავდა. ყველაფერი პიროვნული მახასიათებლებიდან და ხასიათიდან იწყება. ერთ რამეს გეტყვით, ვფიქრობ კლეიზე მეტად მისი მშობლები მიყვარს. მაიკლი და ჯული საოცარი ადამიანები არიან, მისი ძმები რა თქმა უნდა და მისი მეგობრები. ტომპსონის საახლობოს გაცნობის შემდეგ ხვდები, თავად კლეი როგორი ადამიანია. მათ ის გაზარდეს და დედამიწაზე მოავლინეს და ცხოვრების სიყვარული ასწავლეს. ისინი საოცარი ადამიანები არიან და პოზიტივს შენც გადმოგცემენ. კალათბურთი დროებითია, მეგობრობა კი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ბედნიერი ვარ რომ კლეის და მისი ოჯახის გაცნობის საშუალება მომეცა. არა მხოლოდ კლეი, საუბარი ჩემს ყველა თანაგუნდელზე მაქვს, გუნდში საოცარი ატმოსფეროა და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა“.

ჟურნალისტი: “ფილოსოფოსივით საუბრობ, ორგზის ჩემპიონი ხარ, ყველაზე კარგად რა გახსენდება“?

ზაზა: „საოცარი შეგრძნებაა, ვცდილობ თითოეული მომენტით ვისიამოვნო. განსაკუთრებით სასიამოვნო გავლილი გზის დანახვაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახთან ყოფნა და მათთვის ემოციების გადაცემაა, ბედნიერი ვარ რომ ამ მომენტის მათთვის გაზიარების საშუალება მომეცა. შეიძლება შვილებს საკუთარი სათქმელი სიტყვებით ვერ უთხრა, მაგრამ წარმატებისთვის დაუღალავად შრომა საუკეთესო მაგალითია. იმედი მაქვს ისინი ამას მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ“.

ჟურნალისტი: „დღეს ეს კითხვა ყველას დავუსვი, როგორ ფიქრობ, მომავალში რა გელის"?

ზაზა:„არვიცი, ახლა ვცდილობ ჩემპიონობისგან სიამოვნება მივიღო, სიმართლე გითხრათ მომავლის შესახებ არ მიფიქრია, ამ მომენტზე ყველა ოცნებობს და ახლა მხოლოდ მისგან სიამოვნების მიღება მინდა. დამიჯერეთ დრო სწრაფად გადის და რაიმე გადაწყვეტილებას თუ მივიღებ თქვენ მის შესახებ აუცილებლად გაიგებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები