Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" საჩემპიონო აღლუმი გამართა

„გოლდენ სტეიტის“ გულშემატკივრები, ზედიზედ მეორედ, ოკლენდის ქუჩებში გამოვიდნენ და გუნდთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო აღლუმში მონაწილეობა მიიღეს. ლურჯ და ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ქომაგები საყვარელ კალათბურთელებს ესალმებოდნენ და მათი წარმატებით ტკბებოდნენ. აღლუმს დაახლოებით მილიონი ადამიანი დაესწრო და ორგანიზატორების დადებული პირობაც შესრულდა, გულშემატკივრებმა კალათბურთელებს კითხვები დაუსვეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

 

"გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეები ქალაქში ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ და აღლუმი კლეი ტომპსონისა და ზაზა ფაჩულიას ტრანსპორტმა გახსნა.

 

კლეი გულშემატკივრებს ხმის გამაძლიერებელი ხელსაწყოს საშუალებით მიესალმა, სტეფ კარიმ კი წარმატება შამპანურის ბოთლით იზეიმა.  

 

აღლუმის დასაწყისში სტემა კომენტარის გაკეთებაც მოასწრო და განაცხადა:“ვერასდროს წარმოვიდგენდით რომ ორ ან სამ აღლუმს გავმართავდით. ეს ყველაფერი თქვენ გეძღვნებათ! მინდა იცოდეთ, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები