რამოსმა დუმილი დაარღვია:
Aa
Aa

რამოსმა დუმილი დაარღვია: "სისხლიანი ჯოჯოხეთი... ყველა საუბრობს, რომ ეს ძიუდოს ილეთი იყო"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა დუმილი დაარღვია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მუჰამედ სალაჰთან ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"სისხლიანი ჯოჯოხეთი. მათ სალაჰის ეპიზოდს დიდი ყურადღება დაუთმეს.

ამ თემაზე საუბარი არ მსურდა, რადგან ყველაფერი გართულდა. თამაშს კარგად ვხედავდი. ყველაფერი მახსოვს, მან ხელი ჩამჭიდა და მეორე მხარეს დავეცი. მან ტრავმა მეორე ხელზე მიიღო, თუმცა ყველა საუბრობს, რომ ეს ძიუდოს ილეთი იყო.

კარიუსმა თქვა, რომ ჩემთან შეჯახების შემდეგ ის გაბრუებული იყო. ახლა ისღა მაკლია ფირმინომ დამაბრალოს, რომ ჩემი ოფლის სუნისგან ცუდად გახდა.

მე სალაჰს ესემესებით გავესაუბრე და ის კარგად გამოიყურებოდა. მას ინექციის გაკეთების შემდეგ მეორე ტაიმში თამაში შეეძლო. მის ადგილას ასე მოვიქცეოდი და ეს ადრეც გამიკეთებია.

არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ ხდება, ჩვენ მადრიდელები უკვე დიდი ხანია ვიმარჯვებთ და შესაძლოა ხალხი ამას სხვანაირად ხედავს".

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ინციდენტზე სალაჰმაც ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები