საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩების გასამართად ემზადება. 29 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო 2 ივლისს ავსტრიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ავსტრიის, სერბეთის და გერმანიის ნაკრებებთან ვიმყოფებით. სერბეთსა და გერმანიას მეორე რაუნდში გასვლა გარანტირებული აქვთ, საქართველო და ავსტრია კი მესამე ადგილისთვის იბრძვიან. ჯერჯერობით ამ პოზიციას 1 მოგებითა და 3 მარცხით ქართველები იკავებენ, ავსტრიელებს კი ყველა მატჩი წაგებული აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება.

გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბაქრაძე, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, ბექა ბექაური, ლუკა ბულაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურძილაძე, რევაზ რობავა, ნოდარ ბობოძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები