უაილდერი თანახმაა! ახლა ჯერი ჯოშუაზეა
Aa
Aa

უაილდერი თანახმაა! ახლა ჯერი ჯოშუაზეა

დეონტეი უაილდერი ენტონი ჯოშუას შემოთავაზებას დათანხმდა და თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის ორთაბრძოლა ბრიტანეთში, სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.

ჯოშუას პრომოუტერი, ედი ჰერნი, მოლაპარაკებებს უაილდერთან და პოვეტკინთან აწარმოებდა და როგორც იტყობინება მისი პირველი ვარიანტი ამერიკელი მოკრივე იყო. შეგახსენებთ, რომ ედიმ, რამდენიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა, სადაც უაილდერი-ჯოშუას ორთაბრძოლის ჩატარების დაბალ ალბათობაზე ისაუბრა.

დეონტეიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ქომაგებს "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში ამცნო:“50 მილიონიანი შეთავაზება ისევ ძალაშია! თუ ჯოშუას ფული და ამერიკაში ბრძოლა სურს პრობლემა არაა! ამასთან ერთად მე მის შემოთავაზებას ვთანხმდები და შემდეგი დაპირისპირების ბრიტანეთში გასამართად მზად ვარ. ახლა ყველაფერი ჯოშუაზეა დამოკიდებული, სადაც უნდა იქ ვიჩხუბებთ“.

უაილდერის განცხადება მისმა მენეჯერმა, შელი ფინკელმაც დაადასტურა. ESPN-თან საუბრისას დეონტეის წარმომადგენელმა აღნიშნა. „ედი ჰერნის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დავთანხმდით. დეონტეი მზადაა ბრიტანეთში იბრძოლოს. კვირას მან ჯოშუას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო:"შენს შემოთავაზებაზე თანახმა ვარ! მოდი ბრიტანეთში ვიჩხუბოთ“. მე ბარი და ედის ჰერნს მივწერე და მათ შემოთავაზებაზე და წამოყენებულ პირობებზე ოფიციალური თანხმობა განვუცხადე".

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა! დღეს დეონტეი ჯოშუას შეთავაზებას დათანხმდა! თუ ენტონი გადაწყვეტილებას შეიცვლის და ბრძოლის გამართვას ამერიკაში ისურვებს 50 მილიონიანი შეთავაზება კვლავ ძალაში იქნება. ვფიქრობ ბრძოლა სექტემბერში ან ოქტომბერში, ბრიტანეთში გაიმართება. იმედი გვაქვს პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ".

„ბარის რამდენიმე კვირის წინ შევხვდი და ბოლო დღეებია ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებით. ბრძოლის გამართვა ორივე მხარეს სურს, უაილდერის თანხმობის შემდეგ კი მხოლოდ ჯოშუას დადებითი პასუხი და კონტრაქტის გაფორმებაა საჭირო".

ცხელი ამბები