Calciomercato: ბუფონი
Aa
Aa

Calciomercato: ბუფონი "პარი სენ ჟერმენს" შეუთანხმდა!

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში გააგრძელებს.

Calciomercato-ს თქმით, მან პარიზელებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის თანახმადაც, კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ერთ სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

40 წლის მეკარე ტურინელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ კლუბში გადასვლა შეუძლია.

როგორც იწერება, მხარეები შეთანხმების შესახებ სამშაბათს ან ოთხშაბათს გამოაცხადებენ, ხელშეკრულება კი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაფორმდება.

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსის“ რიგებში 2001 წლიდან თამაშობდა და მისი მაისურით სერია A-ში მოედანზე 640-ჯერ გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები