მარიამ ბოლქვაძემ მანჩესტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძემ მანჩესტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე მანჩესტერის ტურნირის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა და ძირითად ბადეში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

გათამაშების საპრიზო ფონდი 100 ათასი ამერიკული დოლარია, ბოლქვაძემ კი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში, ბრიტანელი, ემილი ვებლი 3 სეტში, 2:6; 6:4; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე 30 წლის ამერიკელ ალექსანდრა მუელერს შეხვდება.

ქართველი გოგონა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-17 ნომრადაა განთესილი. მისი და მუელერის დაპირისპირება კი დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 16:30 საათისთვისაა ჩანიშნული.

მანჩესტერის ტურნირის ძირითად ბადეში რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელი ითამაშებს: ჯენიფერ ბრეიდი (აშშ), ნაომი ბროუდი (დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია), ნიკოლ გიბსი (აშშ), ლუქსიკა ქუმხუმი (ტაილანდი) და ა.შ.

მარიამ ბოლქვაძე 20 წლისაა და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 479-ე პოზიციაზეა. საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძეა, რომელიც WTA-ს კლასიფიკაციის 260-ე ადგილზეა, სოფია შაფათავა კი 413-ე საფეხურზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები