პოპოვიჩს ლებრონთან შეხვედრა და
Aa
Aa

პოპოვიჩს ლებრონთან შეხვედრა და "სპურსის" უპირატესობებზე საუბარი სურს

კლივლენდში, ყველა გრძნობს, რომ „მეფე“ ზაფხულში „კავალიერს“ დატოვებს. გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ ლებრონის ოჯახს შეუძლია, თუმცა როგორც ჩანს ჯეიმსი საკუთარ ნიჭსა და ტალანტსა კვლავ სხვა გუნდში „წაიღებს“. ლებრონის დონის კალათბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრს სურს, ყველაზე მეტი შანსი „სიქსერსს“, „როქეთსს“ და „ლეიკერსს“ აქვს. მათ გარდა ამერიკელი ჟურნალისტები „ბოსტონის“, „მაიამის“, და „გოლდენ სტეიტის“ ვარიანტებსაც ასახელებენ.

„New York Times”-ის წარმომადგენელის, მარკ შტაინის მიხედვით კი ლებრონისთვის ბრძოლას „სან ანტონიოც“ აპირებს და პოპოვიჩი მზადაა ჯეიმსის გადმოსაბირებლად ყველა ხერხი იღონოს.

„შემატყობინეს, რომ გრეგ პოპოვიჩი ლებრონთან შესახვედრად და მისთვის ტეხასური გუნდის უპირატესობების გასაცნობად ყველაფერს იზამს“.

ლებრონისა და „სპურსის“ საერთო მომავლის განხილვისას ბევრი კითხვა ჩნდება - გადავა „მეფე“ პატარა ეკონომიკური ბაზრის მქონე გუნდში? ითამაშებს ჯეიმსი დასავლეთ კონფერენციაში, სადაც „გოლდენ სტეიტი“ დომინირებს? რა ბედი ეწერა კავაის? რა თანხას შესთავაზებს „სან ანტონიო“ და ა.შ. თუმცა გამოწვევებთან და დაბრკოლებებთან ერთად „სპურსს“ თან უპირატესობებიც ახლავს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გრეგ პოპოვიჩის ფაქტორია, ტეხასელთა თავკაცი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელია და ფაქტია, რომ განსხვავებით კობის და მაიკლისა( ორივეს ფილ ჯექსონი ჰყავდა), ლებრონი ასეთი დონის სპეციალისტს არასდროს გაუწვრთნია.

„სან ანტონიოს“ ფილოსოფია ცალკე აღნიშვნის ღირსია, შარშანდელ სეზონში ტეხასელები დაცვის ეფექტიანობით მხოლოდ „ბოსტონს“ ჩამორჩებოდნენ და ეს ყველაფერი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველის, კავაი ლეონარდის, გარეშე მოახერხეს. ლებრონი, ოლდრიჯი, ლეონარდის ტრიოს შეტევაში შეჩერება კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა გუნდისთვის რთული დავალება იქნება.

დეჟანტე მარი, ლებრონი, კავაი, ოლდრიჯი, რუდი გეის (თუ დარჩა) ხუთეული „სპურსს“ საშუალებას მისცემს პერიმეტრი იდეალურად დაიცვას და Pick and Roll-ებისას მეურვეები მარტივად გაცვალონ, რაც „უორიორსის“ და „როქეთსის“ სათამაშო სტილის მქონე გუნდების წინააღმდეგ ფრიად გამოსადეგი სათამაშო სქემაა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ლებრონს მომავლის შესახებ ჰკითხეს, რაზეც „მეფემ“ უპასუხა, რომ სავარაუდო განვითარებების შესახებ ჯერჯერობით არანაირი წარმოდგენა არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები