ბორის ბეკერი ტიტულებს ყიდის
Aa
Aa

ბორის ბეკერი ტიტულებს ყიდის

ბორის ბეკერი ფინანსური პრობლემების გადაჭრას ყველა მეთოდით ცდილობს. “Bild”-ის ინფორმაციით დიდი სლემის ექვსგზის გამარჯვებული, ბრიტანული კომპანიის, Wyles Hardy & Co-ის მეშვეობით, აუქციონზე 81 თასს და კარიერის მანძილზე მოპოვებულ სხვა პრიზებს გაიტანს. ბეკერი ისეთ ტიტულებსაც შეელევა, როგორებიც US Open-ის და Davis Cup-ის თასია, მათი საწყისი ფასი 5000 და 4000 ფუნტია.

გერმანელი ჩოგბურთელი მშობლიურ ქალაქ, ლეიმენში 1987 წელს მოპოვებულ პრიზსაც ყიდის. "Bild"-ის ინფორმაციით აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული 1985 და 1986 წლების „უიმბლდონის“ თასი იქნება, რომლისთვის ბრძოლასაც  მონაწილეები 8000 ფუნტი სტერლინგიდან დაიწყებენ. ბორისი ვერც იუნიორთა ტურნირებში მოპოვებულ ჯილდოებს ინარჩუნებს, უძველესი პრიზი, რომელსაც აუქციონზე გამოიტანენ, 1982 წლით თარიღდება.

ბეკერი კრიტიკის ობიექტად 2017 წელს, ბანკროტად გამოცხადების შემდეგ იქცა. გავრცელებული ინფორმაციით ლეგენდარულმა გერმანელმა 167 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გაანიავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები