ნაინგოლანი და სპალეტი ისევ ერთად? - ბელგიელი
Aa
Aa

ნაინგოლანი და სპალეტი ისევ ერთად? - ბელგიელი "ინტერს" უახლოვდება

„რომას“ ერთ-ერთი ლიდერი, რაჯა ნაინგოლანი მილანის „ინტერში“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოსაა.

იტალიური პრესა წერს, რომ „ნერაძურიმ“ მის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის სანაცვლოდ 29 მილიონ ევროს გადაიხდის, პლუს „ჯალოროსის“ ახალგაზრდა გამთამაშებელს, ნიკოლო ძანიოლოს დაუთმობს. ძანიოლო „ინტერის“ პრიმავერას ერთ-ერთი ლიდერია და გასულ სეზონში „სკუდეტოც“ მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა, მან 14 გოლთან ერთად, 10 საგოლე პასი მიითვალა.

რაც შეეხება 29 წლის ნაინგოლანს, იგი ყოფილ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის შეუერთდება და „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. ბელგიელის წლიური ხელფასი 4.5 მილიონი ევრო იქნება.

„ინტერსა“ და ნაინგოლანს „იუვენტუსის“ სიძულვილი აერთიანებთ. ფეხბურთელი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ტურინული კლუბის გასანადგურებლად ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს.

რაჯა ნაინგოლანი „რომას“ რიგებში 2014 წლიდან თამაშობს და ბოლო პერიოდში კლუბის მე-3 კაპიტანი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები