ენდი მარეი: ნოვაკი და როჯერი საუკეთესოები არიან
Aa
Aa

ენდი მარეი: ნოვაკი და როჯერი საუკეთესოები არიან

ბრიტანელმა ენდი მარეიმ როჯერ ფედერერის და ნოვაკ ჯოკოვიჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელები არიან.

“ამ წელს ნოვაკი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. წელს როჯერთან ორივე შეხვედრა დავთმე, ისიც საოცარ ფორმაშია. საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში რთულია. ჯოკოვიჩი და ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელები არიან და მათთან წაგება სირცხვილი არ არის” – განაცხადა მარეიმ.

2015 წელს მარეი ჯოკოვიჩთან 6-ჯერ დამარცხდა, თვითონ კი სერბს მხოლოდ ერთხელ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები