Aa
Aa

დიქსონი წავიდა - ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი გამთამაშებელი ტადეუს მაკფადენი?

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი წევრი შეემატა.

მაიკლ დიქსონი ამიერიდან ნაკრების წევრი აღარ არის და მის ადგილს ასევე ამერიკელი ტადეუს (ტედი) მაკფადენი დაიკავებს.

ამერიკელი გამთამაშებელი ჩვენს ნაკრებში მომდევნო 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

ტედ მაკფადენის მონაცემები ასეთია:

ამჟამინდელი კლუბი - "კიმიქსი" (საბერძნეთი)

ასაკი - 31 წლის.

სიმაღლე - 1.88 სმ.

2017-2018 წლებში საშუალოდ ერთ მატჩში - 17.7 ქულა, 2.9 მოხსნა, 4 პასი, 1.5 ჩაჭრა და 0.1 დაფარება.

მაკფადენი 2018 წლის საბერძნეთის "ოლ სტარის" მონაწილეა. მისმა გუნდმა 1/4-ფინალში "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო.

ტედი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის შეხვედრაში საშუალოდ 18 ქულას აგროვებდა.

მაკფადენის ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია. ის კარგი დრიბლინგითა და სამქულიანებით გამოირჩევა.

გასულ სეზონში ტადეუსმა სამქულიანების 41.6% ჩააგდო.

მაკფადენის კარიერა არც თუ ისე თვალწარმტაცია. საბერძნეთამდე ის საფრანგეთში, ჩეხეთში, კვიპროსში და გერმანიაში ასპარეზობდა.

მისი კარიერა კი ამერიკულ კოლეჯ სენტ კლერ ქაუნთისა და ფერმონტ სტეიტში დაიწყო, თუმცა 2009 წელს იგი დრაფტზე არ აირჩიეს და სწორედ ამის შემდეგ, მაკფადენი ევროპაში გაემგზავრა.

ამრიგად, ტედ მაკფადენი 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს ავსტრიასთან თავის სადებიუტო შეხვედრებს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები