ბეილზე ნადირობა დაიწყო -
Aa
Aa

ბეილზე ნადირობა დაიწყო - "ბაერნი", თუ "მანჩესტერი"?

გარეთ ბეილზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

28 წლის უელსელი შემტევის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიუნხენის "ბაიერნს" სურს, თუმცა ფეხბურთელს პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

"ბაიერნის" ახალი თავკაცი ნიკო კოვაჩი მიიჩნევს, რომ ბეილი რობენი-რიბერის წყვილს იდეალურად შეცვლის.

"რეკორდმაისტერს" ბეილის შეძენა ყველაზე მეტად სურს, მაგრამ უელსელის განცხადებით, თუ "რეალი" მას ტრანსფერზე დააყენებს, თავად ურჩევნია, რომ პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ინგლისური გრანდებიდან ბეილის დამატების მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც უელსელის სანაცვლოდ 2017 წლის ზაფხულში 100 მილიონსაც იხდიდა, თუმცა ზიდანმა ტრანსფერი დაბლოკა.

"რეალი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და ბეილის ბედს სწორედ ის გადაწყვეტს.

ყველას კარგად ახსოვს ფეხბურთელის ფინალის შემდგომი კომენტარი. უელსელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით "რეალის" მაისურით ეს მისი ბოლო მატჩი იყო.

ბეილი სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილოა და მეტის მოთმენას აღარ აპირებს.

ყველაფერს "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ფეხბურთელზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები