დღეს ფინალია - ერთადერთი კაცი, რომელთანაც ნადალმა 2016 წლის შემდეგ თიხაზე წააგო...

სიახლე 10.06.2018
A+ A- 12:44

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა თანრიგის 2018 წლის ფინალურ შეხვედრაში, რაფაელ ნადალი დომინიკ ტიმს დაუპირისპრდება.

ესპანელი ლეგენდა ამ ტურნირის ფინალში მეთერთმეტედ თამაშობს და წინა 10 შემთხვევაში ტიტულიც მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია,  24 წლის ტიმი კი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად გავიდა.

სხვათაშორის, 2016 წლის შემდეგ ნადალს თიხაზე სულ 2 მარცხი აქვს და ორივე ჯერზე მას ტიმმა მოუგო - 2017 წელს რომში, რამდენიმე კვირის წინ კი - მადრიდში. საერთო ჯამში, ურთიერთშეხვედრებში 32 წლის პირენეელი 6:3-ს იგებს. მათ შორის, 2 მატჩი სწორედ "როლან გაროსზე", ორივე შემთხვევაში 3 სეტში მოიგო.

ნადალმა მიმდინარე სეზონში თიხის საფარზე 25 დაპირისპირება მოიგო და ერთხელ დამარცხდა. ტიმის ანგარიშზე კი 26 გამარჯვება და 5 მარცხია.

ნადალს აქვს შანსი, რომ ღია ერაში ჩოგბურთის გრანდიოზულ რეკორდს გაუთანაბრდეს, რაც 1 მოთამაშის მიერ 1 კონკრეტული დიდი სლემის ტიტულის 11-ჯერ მოგებას გულისხმობს. ეს რეკორდი ავსტრალიელ ქალბატონს, ლეგენდარულ მარგარეტ კორტს ეკუთვნის, რომელმაც სწორედ ავსტრალიის ღია პირველობა 11-ჯერ მოიგო. მე-2 ადგილზე 10 "როლან გაროსით", "მატადორია", მე-3 პოზიციას კი მარტინა ნავრატილოვა იკავებს, რომელიც "უიმბლდონის" საჩემპიონო თასს 9-ჯერ დაეუფლა.

"ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან შესანიშნავი მეტოქე მყავს. ვიცი, რომ თუკი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შევძლებ, შანსი მექნება. კარგია, რომ ამ სეზონში თიხის საფარზე დამაჯერებლად ვითამაშე. 

ასე რომ, მხოლოდ საუკეთესოდ არა, საუკეთესოზე ცოტა კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშო". - ამბობს "მატადორი" ფინალის წინ.

რაც შეეხება ტიმს, მას შეუძლია 1995 წლის შემდეგ პირველი ავსტრიელი გახდეს, რომელიც დიდი სლემის ტიტულს მოიგებს. მაშინ ეს ტომას მუსტერმა გააკეთა და ასევე საფრანგეთის ღია პირველობაზე იმარჯვა.

"მაქვს გეგმა და ვიცი, მის წინააღმდეგ როგორ ვითამაშო. თუკი მისი დამარცხება მინდა, კორტზე ისევე უნდა ვიმოქმედო, როგორც რომსა და მადრიდში. თუმცა ისიც ვიცი, რომ ამის გაკეთება რთული იქნება. უდავოა, რომ იგი ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე მადრიდში გამართული მატჩისას იყო.

რა თქმა უნდა, დიდი სლემის ტურნირის ფინალში თამაში გარკვეულ წნეხთან ასოცირდება, რადგან ძალიან გრძელი გზა გამოვიარე და არ მინდა, გადამწყვეტი შეხვედრა წავაგო. მეორე მხრივ, რაფას წინააღმდეგ ვთამაშობ, ასე რომ, ერთადერთი არ ვარ, ვისაც წნეხის გადატანაზე ზრუნვა უწევს". - აცხადებს ტიმი.

ფინალის კიდევ ერთი ინტრიგა ისაა, რომ თუ ნადალი წააგებს, მას მსოფლიო რეიტინგის პირველი საფეხურის დათმობა მოუწევს, რომელსაც როჯერ ფედერერი გადაიბარებს. თავის მხრივ, "მაესტრო" კორტს მომავალი კვირიდან უბრუნდება და შტუტგარტის ტურნირზე ითამაშებს.

ნადალისა და ტიმის ფინალური მატჩი, ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე, თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების მამაკაცთა თანრიგის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც 1/2 ფინალში, რაფა ნადალს ეპიკური მატჩი მოუგო, გადამწტყვეტი დაპ...

უიმბლდონის 2018 წლის ქალთა თანრიგის გამარჯვებული ანგელიკ კერბერი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის 7 გზის ჩემპიონი, სერენა უილიამსი დაამ...

უიმბლდონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის, გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა. თამაში უაღრესად საინტერესო, დაძაბული...

დიდი სლემის ტურნირებს შორის, უიმბლდონი უძველესი ტურნირია და იგი 1877 წლიდან მოყოლებული ტარდება. წლევანდელ გათამაშებაში კი ისტორიული რეკორდი დამყარდა დ...

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებებში წარმატებას სერენა უილიამსმა და ანგელიკ კერბერმა მიაღწიეს. ვეტერანმა ამერიკელმა ჯულია გერგესს...

უიმბლდონის 8 გზის გამარჯვებული, როჯერ ფედერერი წლევანდელ გათამაშებას 1/4 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ვეტერანი შვეიცარიელი მსოფლიოს მე-8 ჩოგან კევინ ...

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ანგელიკ კერბერი უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების 1/2 ფინალში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც 30 წლის გერმანელმა...

All England Club-ის წარმომადგენლების განცხადებით უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩის დაწყების დრო არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და გამონაკლისი არც „...

ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სიმონა ჰალეპი უიმბლდონის მე-3 წრეში, ტაივანელ ჰსიე სუ-ვეისთან დამარცხდა.  ჰალეპმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, რი...

უიმბლდონის 2017 წლის ფინალისტი, მარინ ჩილიჩი წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ხორვატმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკა დაამარცხა,...

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას პირველსავე წრეში დაემშვიდობა. ნიკოლოზის მოწინააღმდეგე, ვეტერანი ფრანგი, ჟილ ...

როლან გაროსის 2017 და 2018 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვედრის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ჟილ სიმონი უიმბლდონის საწყის რაუნდშიც ერთმანეთის წ...

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 250-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხ ჟირი ვესელის დაუპირისპირდება. ქართველმა...

გერმანიის ქალაქ ჰალეში გამართული ტურნირი ბორნა ჩორიჩის გაამრჯვებით დასრულდა. ახალგაზრდა ხორვატმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და ATP-ს მე-2 ტი...

იმის მიუხედავად, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, იგი გათამაშების ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" რანგშ...

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ენდი მარეი 11 თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება და ლონდონის Queens Club-ის ტურნირზე ითამაშებს. ბრიტანელი ჩოგბურთელი...

შტუგარტში გამართული Mercedes Cup-ის სახელწოდების 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა. ფედერერმა გათამაშების მიმდინარეობისა...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდში, ამერიკელ დენის კუდლას დაუპირისპირდა და 2 სეტში, 2:6; 4:6 წააგო. პირველ სე...

რეკომენდებული სიახლეები
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ ფინანსური და მარკეტინგული კუთხით საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. პორტუგალიელ ფეხბურთელს სოცი...
15.07.2018
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
15.07.2018
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდა. ბელგიამ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ადგილი ისტორიაში პირველად დაიკავა. &...
15.07.2018
დღეს ცნობილი გახდა, რომ ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამ ინფორმაციას არგენტინული პრესა ოფიციალურად ადასტურებს. როგორ...
15.07.2018
რიგით 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიის დებიუტანტი, ხორვატია დაამარცხა და ფეხბურთის ყველაზე პრესტ...
15.07.2018
პოლონეთის სუპერთასის ფინალში ლუკა ზარანდიას ''არკამ'' 3:2 დაამარცხა ვარშავას ''ლეგია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ითამა...
15.07.2018
მენი პაკიაომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. გამთენიისას, კუალა ლუმპურში გამართულ ორთაბრძოლაში „პაკმენმა“ ლუკას მატის...
15.07.2018
უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების მამაკაცთა თანრიგის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც 1/2 ფინალში, რაფა ნადალს ეპიკური მატჩი მოუგო, გადამწტყვეტი დაპ...
15.07.2018
რონალდომ 1998 წელს საფრანგეთში გამართული მუნდიალი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დაასრულა, თუმცა „სელესაო“ მხოლოდ და მხოლოდ ვერცხ...
15.07.2018
calciomercato-ს ცნობით ''მილანის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა. აღნიშნული წყაროს ცნობით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპი...
15.07.2018
უკანასკნელი სიახლეები