Aa
Aa

მე-4 ცდაზე! - ჰალეპმა დიდი სლემის ტურნირი მოიგო!

"როლან გაროსის" 2018 წლის ქალთა თანრიგის გამარჯვებული რუმინელი, სიმონა ჰალეპი გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ფინალურ შეხვედრაში, ამერიკელ სლოუნ სტივენსს 3:6; 6:4; 6:1 მოუგო.

პირველი პარტიის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რასაც მე-2 სეტში სტივენსის 2:0 დაწინაურება მოჰყვა, თუმცა ჰალეპმა მებრძოლი სული სწორედ აქ აჩვენა. მან ანგარიშის გათანაბრება შეძლო და სეტიც თავის სასარგებლოდ დახურა.

მე-3 პარტიაში რუმინელი სრულ უპირატესობას ფლობდა და იყო შანსი, რომ სეტი საერთოდ მშრალი ანგარიშითაც მოეგო. 

ჰალეპმა 2-ით მეტი ვინერი შეასრულა, სტივენსი კი უჩვეულოდ ხშირად ცდებოდა და ერთბაშად 39 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა, მისი მეტოქის ანალოგიური მაჩენებელი კი 26 გახლდათ. რუმინელმა 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სტივენსმა მისი ჩაწოდება 3-ჯერ აიღო.

26 წლის ჰალეპმა დიდი სლემის ტურნირების ფინალში 3-ჯერ წაგების შემდეგ, დიდი მუზარადის პირველი ტიტული მოიგო. 1978 წლის შემდეგ, იგი პირველი რუმინელია, რომელმაც ქალთა შორის "როლან გაროსის" მოგება შეძლო - მაშინ ეს ვირჯინია რუზიჩიმ გააკეთა.

რაც შეეხება სტივენსს, იგი დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეორედ თამაშობდა - გასულ სეზონში ამერიკის ღია პირველობა მოიგო. გარდა ამისა, 25 წლის ამერიკელს, WTA-ს ეგიდით, ყველა, 6-ვე ფინალი მოგებული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები