გაუმჯობესებული კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუს - წლიური შემოსავალი 32,5 მილიონს აღწევს
Aa
Aa

გაუმჯობესებული კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუს - წლიური შემოსავალი 32,5 მილიონს აღწევს

''სამეფო კლუბი'' კრიშტიანუ რონალდუს წლიური ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში რონალდუს შემოსავალი 32,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ესპანურ  Cadena Cope-ს ცნობით 25 მილიონის გარდა რონალდუს ხელფასის გაზრდის შესაძლებლობა ასეთია: ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება - 2 მილიონი ევრო, ესპანეთის თასის მოგება - 1 მილიონი ევრო, ოქროს ბურთის მოგება - 2 მილიონი ევრო, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული - 0,5 მილიონი ევრო, ლა ლიგის მოგება - 2 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ''რეალიდან'' შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

''უახლოეს პერიოდში მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივრებს მივმართავ. ახლა დასვენების დროა, შემდეგ შევუერთდები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს და გავაკეთებ განცხადებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. ''რეალში'' გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია'' - აღნიშნა პორტუგალიელმა ''ლივერპულთან'' მოგებული მატჩის შემდეგ

 Bein Sports-ის ჟურნალისტის კითხვას  ''რეალთან'' დაკავშირებით რატომ ისაუბრა წარსულ დროში, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცდა: '' ვფიქრობ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამარჯვებით ვტკბებით და ''რეალის'' ნებისმიერი მოთამაშის მომავალი დღეს უმნიშვნელოა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშების ფინალში მადრიდის ''რეალმა'' კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' 

1992 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იმართება. რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მან პირველად ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად 2008 წელს მოიგო აღნიშნული გათამაშება. 2009 წლიდან ''რეალის'' ფეხბურთელია და ''სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ასევე რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 120 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები