Aa
Aa

4:0! - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ჩემპიონია! ფაჩულია მეორე ბეჭდის მფლობელია!

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" NBA-ს ჩემპიონია! "ოქროს შტატელებმა" ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ტიტული მესამედ მოიპოვეს.

"გოლდენმა" "კავსი" 108:85 დაამარცხა და სერია 4:0 მოიგო.

"უორიორსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი მეორედ მიიღო!

შეხვედრაში პარკეტზე საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 37 ქულის ჩაგდება მოახერხა.

კევინ დურანტმა კი სამმაგი დუბლის შეასრულა - 20 ქულა, 12 მოხსნა და 10 გადაცემა.

"კეიდი" ფინალური შეხვედრების MVP ზედიზედ მეორედ გახდა!

სტივ კერმა ფაჩულიას მცირე დრო დაუთმო და პარკეტზე 3 წუთით შეუშვა, რა დროშიც ზაზამ 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ამერიკული პრესის ვარაუდით, 34 წლის ზაზა ფაჩულია დიდი ალბათობით "გოლდენ სტეიტს" დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები