ტორეირა
Aa
Aa

ტორეირა "არსენალსაც" მოუნდა

გენუის "სამპდორიას" ნიჭიერი ურუგვაელი საყრდენი, ლუკას ტორეირა, არაერთი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროშია.

"სამპა" მას 25-30 მილიონ ევროდ აფასებს, მსურველთა შორის კი "იუვენტუსი", "ნაპოლი", "ატლეტიკო" და "არსენალი" არიან, რომელთაც ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალება 15 ივნისის შემდეგ ექნებათ.

თუმცა "არსენალი" შედარებით აქტიურია და აგენტს ელ-ფოსტა უკვე გაუგზავნა. როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, 22 წლის ურუგვაელის სურვილის შემთხვევაში, ლონდონელები მზად არიან, რომ "სამპდორიას" ფასზე დაელაპარაკონ და მისი ტრანსფერისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღონ.

ბევრი იწერება იმის შესახებაც, რომ ტორეირას დათმობას არც "ნაპოლი" აპირებს. ნეაპოლიტანელები მომავალ სეზონშიც "სკუდეტოსთვის" ბრძოლას გეგმავენ და ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ ტორეირა ჰყავთ შეგულებული.

ლუკას ტორეირა "სამპდორიას" რიგებში 2016 წელს "პესკარადან" გადავიდა. მან სერია A-ს გასულ სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის, ერთ-ერთი ტურინის "იუვენტუსის" კარში შეაგდო, როცა საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით იხეირა. გარდა ამისა, "ტორინოს" კარში დაახლოებით 25-30 მეტრის მანძილიდან ჯარიმა გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები