გორგოძეს ფინალამდე ცოტა დააკლდა...
Aa
Aa

გორგოძეს ფინალამდე ცოტა დააკლდა...

ეკატერინე გორგოძისთვის ბრეშას ტურნირის დღევანდელი სესია წარუმატებელი გამოდგა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ ერთეულთა შორის გამოცდილ ესტონელ კაია კანეპისთან 1:6; 1:6 წააგო, ამის შემდეგ კი წყვილთა თანრიგშიც დამარცხდა.

გორგოძე და მისი იტალიელი მეწყვილე, ანასტასია გრიმალსკა, 1/2 ფინალურ სტადიაზე, კრისტინა დინუსა და ჟანა პოზნიხირენკოს რუმინულ-უკრაინულ დუეტთან, დაძაბულ ბრძოლაში, 5:7; 5:7 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შორის გორგოძემ წელს თბილისის ტურნირი მოიგო, გასულ სეზონში კი 4 ტიტულს დაეუფლა - კასტელონში, თელავში და 2-ჯერ სტამბულის ტურნირზე იმარჯვა. საერთო ჯამში, მას ერთეულთა შორის 13 ტურნირი აქვს მოგებული.

ეკო წყვილთა თანრიგში უფრო წარმატებულია და მიმდინარე სეზონში გამარჯვებას ანტალიაში და სანტა მარგერიტაში მიაღია, სადაც სოფია შაფათავასთან ერთად თამაშობდა. გორგოძეს კარიერაში წყვილთა შორის 23 ტურნირზე აქვს ტიტული მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები