Aa
Aa

"როლან გაროსის" შერეულ წყვილთა ტიტული დოდიგმა და ჩანმა მოიგეს!

წლის მე-2 დიდი სლემის ტურნირის, "როლან გაროსის" შერეულ წყვილთა თანრიგის ტიტულს, ჩინელი, ჩან ლატიშა და ხორვატი, ივან დოდიგი და დაეუფლნენ.

მათ ფინალურ შეხვედრაში, გაბრიელა დაბროვსკისა და მატე პავიჩის დუეტს, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი გამარჯვებულია, დაძაბულ ბრძოლაში, 6:1; 6:7; 10:8 მოუგეს და შერეულ წყვილთა შორის, დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულები პირველად გახდნენ.

თუმცა როგორც დოდიგს, ასევე ჩანს, თავიანთი სქესის წარმომადგენელთან ერთად, თითო-თითო დიდი სლემის ტიტული მოგებული ჰქონდათ - დოდიგმა 2015 წლის "როლან გაროსზე" მარსელო მელოსთან ერთად იმარჯვა, ხოლო ჩანმა 2017 წლის ამერიკის ღია პირველობა მარტინა ჰინგისთან ერთად მოიგო.

28 წლის ჩანს ეს წარმატება ლეგენდარულმა შვეიცარიელმაც მიულოცა. ჰინგისმა "ტვიტერზე" დაწერა: "ჩემი პარტნიორით, ლატიშა ჩანით ამაყი ვარ, რომელმაც დიდი სლემის მორიგი ტიტული მოიპოვა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები