2009 წლის შემდეგ პირველად! - დელ პოტრო
Aa
Aa

2009 წლის შემდეგ პირველად! - დელ პოტრო "როლან გაროსის" 1/2 ფინალში გავიდა

"როლან გაროსის" 1/4 ფინალურ ეტაპზე ხუან მარტინ დელ პოტროსა და მარინ ჩილიჩის შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დელ პოტრო უკეთესად გამოიყურებოდა, შანსებს იყენებდა და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა - 7:6; 5:7; 6:3; 7:5.

მატჩი 3 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. არგენტინელმა 31 ქულა აქტიური თამაშის წყალობით მოიგო, მათ შორის 19-ჯერ ეისი მოაწოდა, უდიდესი განსხვავება კი ის იყო, რომ ჩილიჩი უამრავ შეცდომას უშვებდა და თამაში 74 უნებლიე შეცდომით დაასრულა.

დელ პოტრო "როლან გაროსის" 1/2 ფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ ის მომავალ ჩემპიონ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

29 წლის სამხრეთ ამერიკელი ტურნირის შემდეგ რაუნდში რაფაელ ნადალს შეხვდება, რომელმაც დელ პოტროს თანამემამულე დიეგო შვარცმანს 4 სეტში აჯობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხუან მარტინი მომავალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ოთხეულის წევრი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები