ანა მაქაცარია იუნიორთა
Aa
Aa

ანა მაქაცარია იუნიორთა "როლან გაროსის" წყვილთა თანრიგის 1/4 ფინალში ითამაშებს!

17 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ანა მაქაცარია იონიორთა "როლან გაროსის" 1/4 ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მაქაცარია და მისი ამერიკელი მეწყვილე, 15 წლის ალექსა ნოელი, გუშინ ფრანგულ დუეტს, ჟაკემოსა და ლანსელოს დაუპირისპირდნენ და თამაში დამაჯერებლად, 6:1; 6:4 მოიგეს.

ქართველსა და ამერიკელს, რომლებიც გათამაშებაზე მე-7 ნომრად არიან განთესილი, პირველ სეტში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და პარტია ორი ბრეიკით მოიგეს. შედარებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, თუმცა მისი მიმდინარეობისასაც ქართულ-ამერიკული წყვილი დომინირებდა.

მაქაცარია და ნოელი ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე მეტოქეს ელოდებიან და ის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოლინარო/ტაუსონის წყვილი, ლანსერი/რახიმოვას დუეტთან ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაზე საუკეთესო ანუ პირველი განთესვა სწორედ მოლინაროსა და ტაუსონის წყვილს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები