შაქირი
Aa
Aa

შაქირი "ლივერპულში"?

საფეხბურთო კლუბი ლივერპული დაინტერესებულია ჟერდან შაქირის გადაბირებით. შვეიცარიელი ფეხბურთელის სტოკიდან წასვლა გადაწყვეტილია, რადგან გუნდი პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

შაქირის ტრანსფერის საკითხს ასევე განიხილავენ ევერტონი, ტოტენჰემი, საუთჰემპტონი და სხვა ევროპული კლუბები.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ 26 წლის შემტევმა განაცახადა რომ ჩემპიონშიფში თამაში მის გეგმებში არ შედიოდა.

იურგენ კლობის მიზანია კლუბმა ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში წარმატებით ითამაშოს, შაქირის დამატებაც ამ მიზნიდან გამომდინარეობს.  ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში შაქირს შეტევის ხაზში მოჰამედ სალაჰთან, რობერტო ფირმინოსთან და სადიო მანესთან ერთად ვიხილავთ.

კონტრაქტის მიხედვით შაქირმა სტოკისთვის კიდევ ორი წელი უნდა ითამაშოს. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 12-დან 13,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს შორის მერყეობს.

ლივერპულს შაქირის შეძენა 2015 წელსაც შეეძლო, თუმცა ფეხბურთელი ბაიერნიდან მილანის ინტერში გადავიდა. შაქირი ბაიერნის, ინტერისა და სტოკის გარდა ბაზელისთვის თამაშობდა.

მუნდიალის დაწყებამდე ლივერპულმა ერთი ტრანსფერი განახორციელა. ინგლისურმა კლუბმა 43,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მონაკოს ნახევარმცველი ფაბინიო შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები