Aa
Aa

"რეალმა" ჩამონათვალს კონტეც დაამატა

მადრიდის „რეალი“ კვლავ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება. სავარაუდოა, რომ ზიზუსთან ერთად „ბლანკოსს“ რამდენიმე მოთამაშეც დატოვებს.

ფლორენტინო პერესის პირველი საზრუნავი ახალი მწვრთნელის მოძებნაა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ნეიმარის ტრანსფერზე გადაერთვება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „რეალის“ სავარაუდო მწვრთნელთა სიას ანტონიო კონტეც შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდელთა გაწვრთნაზე უარი განაცხადა, „რეალი“ „ჩელსის“ დამრიგებელს დაუკავშირდა.

როგორც ცნობილია კონტე „ჩელსის“ ტოვებს და მისი სამსახურით ბევრი გუნდია დაინტერესებული. ამ თემასთან დაკავშირდებით ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ სავარაუდო მწვრთნელთა სიაში კონტეს გარდა მაურისიო პოჩეტინო, არსენ ვენგერი, იურგენ კლოპი და გუტი სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები