კრისტანტე
Aa
Aa

კრისტანტე "რომაში" ითამაშებს!

ბერგამოს „ატალანტას“ 23 წლის ნახევარმცველი, ბრაიან კრისტანტე „რომას“ რიგებს შეუერთდა და დედალაქელთა შემადგენლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

კრისტანტეს ყოფილი კლუბი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს, შემდეგ სეზონში კი „რომა“ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

ახალგაზრდა შუახაზელი, რომელიც იტალიის ნაკრებში პირველად წელს გამოიძახეს, რომში გუშინ ჩავიდა და „ჯალოროსის“ ფორმით ფოტოებიც გადაიღო.

ბრაიან კრისტანტემ "გლადიატორების" რიგებში სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა, თუმცა მისი ტრანსფერი ოფიციალურად 1 ივლისს, მას შემდეგ გაფორმდება, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ "რომამ" კიდევ 2 ფეხბურთელი დაიბევა - "მგლების" შემადგენლობას უნიჭიერესი ხორვატი, ანტე ჩორიჩი და "პორტუს" ყოფილი მცველი, ივან მარკანო შეუერთდებიან.

კრისტანტე „მილანის“ სკოლის აღზრდილია, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და რამდენიმე გუნდის გამოცვლის შემდეგ „ატალანტაში“ აღმოჩნდა. იგი გასულ სეზონში ბერგამოელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო და სერია A-ში 9 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები