მუგურუსამ შარაპოვა გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

მუგურუსამ შარაპოვა გაანადგურა და 1/2 ფინალში გავიდა!

"როლან გაროსის" 1/4 ფინალური სტადიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა, რადგან გარბინ მუგურუსამ მარია შარაპოვას შანსი არ დაუტოვა.

ესპანელმა მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა და რუსს გასაქანი არ მისცა, მისი უპირატესობა და უკეთესი სათამაშო მონახაზი სრულიად აშკარა იყო, რაც საბოლოო ჯამში, 6:2; 6:1 გამარჯვებაში გამოიხატა.

მუგურუსამ საკუთარ მოწოდებაზე ჩინებულად იასპარეზა და მეტოქეს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა, თავად კი 12 შანსი მიიღო და მათგან 6-ჯერ შედეგსაც მიაღწია.

გარბინ მუგურუსა, რომელიც "როლან გაროსის" 2016 წლის გამარჯვებულია, მიმდინარე გათამაშების 1/2 ფინალში სიმონა ჰალეპს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები