გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ჩემს მომავალზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, თუმცა..."

რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ანტუან გრიზმანმა თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის "ატლეტიკოში" რჩება.

ხსენებული ინფორმაცია მცდარი გამოდგა და ეს თავად გრიზმანის კომენტარმა დაადასტურა.

"ატლეტიკოს" ლიდერის თქმით, მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ჩემს მომავალზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიმიღია.

ყველაფერს მუნდიალის დაწყებამდე შეიტყობთ.

ლა ლიგის მოგება ძალიან რთულია, რადგან მეტოქეები "რეალი" და "ბარსელონა" არიან. ისინი ჩვენზე სოლიდურად გამოიყურებიან და ბიუჯეტიც უფრო დიდი აქვთ.

"ატლეტიკო" მუდამ ბოლომდე იბრძვის და ოპტიმისტურადაა განწყობილი. ეს ყოველ წელს ასე იქნება".

გრიზმანმა სანაკრებო კარიერაზეც ისაუბრა: "საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. წლევანდელ მუნდიალზე ძალიან კარგი გუნდი გვყავს და გამარჯვების შანსიც გვაქვს.

კარგია, რომ საკლუბო სეზონი ლიონში ევროპა ლიგის მოგებით დავასრულე. ახლა პოზიტიურად ვარ განწყობილი".

შეგახსენებთ, რომ ესპანური მედია გრიზმანისგან საბოლოო განცხადების გაკეთებას 11 ივნისს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები