სანე ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
Aa
Aa

სანე ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

4 ივნისს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 23 კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც ყველასათვის მოულოდნელად „მანჩესტერ სიტის“ ვარსკლავი, ლეროი სანე ვერ მოხვდა.

22 წლის გარემარბის ნაცვლად გერმანელმა სპეციალისტმა გუნდში „ლევერკუზენის“ შემტევი იულიან ბრანდტი და „პსჟ“-ში მთელი წლის განმავლობაში სათადარიგო სკამზე მყოფი იულიან დრაქსლერი გამოიძახა.

„ქალაქელების“ ფეხბურთელმა გასული სეზონი საუცხოოდ ჩაატარა და „სიტის“ წარმატებული სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ლეროი გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და განაცხადა.

"მადლობა თითოეულ თქვენგანს, იმისთვის, რომ გუშინ და გუშინწინ ჩემს გვერდით იდექით და ბევრი გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნეთ. ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყველაფერს ვიზამ, რომ მომავალ სეზონში უფრო ძლიერი ფეხბურთელის სტატუსით დავბრუნდე. გერმანიის ეროვნულ გუნდს წარმატებას ვუსურვებ! აბა თქვენ იცით! ჩემპიონობა მოიპოვეთ“.

შეგახსენებთ, რომ გერმანია ჯგუფში მექსიკასთან, შვედეთთან და სამხრეთ კორეასთან იასპარეზებს და პირველ მატჩს 17 ივნისს მექსიკის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები