თითქმის უბრძოლველად 1/2 ფინალში...
Aa
Aa

თითქმის უბრძოლველად 1/2 ფინალში...

"როლან გაროსის" მამაკაცთა თანრიგის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში დომინიკ ტიმი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა.

ავსტრიელმა თამაში კარგად ჩაატარა, თუმცა მას მეტოქის ტრავმაც დაეხმარა. ზვერევს მეორე სეტის სტარტზე კუნთი დაეჭიმა და შემდეგ გადაადგილება უჭირდა, რაც შედეგზე პირდაპირპროპორციულად აისახა - 6:4; 6:2; 6:1.

ტრავმირებულმა გერმანელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თამაშის შეწყვეტაზე ფიქრობდა.

"ვფიქრობდი შეხვედრა შემეწყვიტა, თუმცა ამასთანავე არ მინდოდა, რომ კარიერის პირველ დიდი სლემის 1/4 ფინალში ასეთი რამ გამეკეთებინა".

ტიმმა "როლან გაროსის" 1/2 ფინაში ზედიზედ მესამედ გააღწია და იქ ჯოკოვიჩისა და ჩეკინატოს მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები