არგენტინელი ტალანტი
Aa
Aa

არგენტინელი ტალანტი "კამპ ნოუზე"? "ბარსას" მორიგი სამიზნე

საფეხბურთო კლუბ კატალონიის ''ბარსელონას'' სურს არგენტინელი ფორვარდის კრისტიან პავონის გადაბირება. სამხრეთ ამერიკაში ''ბოკა ხუნიორსის'' ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშეა. იგი ახლოსაა კარიერის ევროპაში გაგრძელებასთან.

პავონს შეუძლია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სუპერვარსკვავი გახდეს. ვებგვერდ mundoalbiceleste-ს მფლობელი როი ნემერი twitter-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით კატალონიური გუნდი ტრანსფერით რეალურად არის დაინტერესებული.

ლა ლიგის გამარჯვებული განიხილავს გზებს, რომელთაგან საუკეთესოს არჩევით ფეხბურთელის გადაბირებას მოახერხებს, როგორც იყო ბრაზილიელ ნეიმართან მიმართებაში. შესაძლოა პავონსა და ''ბოკას'' შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იდოს პუნქტი, რომელიც განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელის გამოსყიდვას გულისხმობდეს.

რომ დავბრუნდეთ წარსულში და გავიხსენოთ ნეიმარის ''სანტოსიდან'' ''ბარსელონაში'' ტრანსფერი, 2013 წელს კატალონიურმა გრანდმა 73 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა ბრაზილიელი მოთამაშე. ესპანურ გუნდს არ ეშინია და რისკავს ისეთ მოთამაშეში თანხის გადახდას, რომელსაც ევროპაში არ უთამაშია და შესაბამისად ევროპაში არ გამოუვლენია შესაძლებლობები.

შედეგად შესაძლოა შემდეგ სეზონში პავონი მესისთან ერთად ''ბარსელონაში'' ვიხილოთ. მსოფლიოში საკმაოდ მცირეა იმ გუნდების რაოდენობა, რომელიც ისე იზიდავს ტალანტებს, როგორც ესპანური კლუბი.

მიმდინარე წლის დასაწყისში Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ პრემიერლიგის 3 გრანდი „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ „ბოკა ხუნიორსის“ ახალგაზრდა ფორვარდით კრისტიან პავონით ინტერესდებოდნენ.

22 წლის არგენტინელი ფორვარდის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ ჰქონდა, რომელიც პავონის გამოსასყიდი თანხის 27 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზად იყო. ''მეთოფეები'' პავონის ალექსის სანჩესის შემცვლელად მოიაზრებდნენ.

პავონი ინდივიდუალისტია და მას შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 

პავონი ქალაქ კორდოვას საფეხბურთო კლუბ ''ტალერესის'' აღზრდილია. 2014 წელს ''ტალერესიდან'' ''ბოკაში'' გადავიდა, თუმცა გარკვეული პერიოდი განათხოვრებით ''კოლონში'' გაატარა.

2016-17 წლების სეზონში ''ბოკა'' არგენტინის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდა. არგენტინულმა გუნდმა შედეგი გასულ სეზონშიც გაიმეორა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პავონი 22-ნომრიანი მაისურით არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები