ქართველების ჯახი იუნიორთა
Aa
Aa

ქართველების ჯახი იუნიორთა "როლან გაროსის" წყვილთა თანრიგში?..

ქართველი ჩოგბურთელები, მარიამ დალაქიშვილი და ანა მაქაცარია იუნიორთა "როლან გაროსის" ერთეულთა თანრიგში დამარცხდნენ, თუმცა წყვილთა შორის ასპარეზობას უცხოელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ.

მაქაცარიამ, 15 წლის ამერიკელ ალექსა ნოელთა ერთად, 1/16 ფინალური ეტაპი მას შემდეგ დასძლია, რაც კურმისა და დელაის დუეტს 6:7; 6:2; 10:4 აჯობა და არის შანსი, რომ შემდეგ რაუნდში ქართველთა დაპირისპირება ვიხილოთ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მარიამ დალაქიშვილი და მისი არგენტინელი მეწყვილე, ანა გელერი თავიანთ მატჩს მოიგებენ. ქართულ-არგენტინული დუეტი, დღეს, ფრანგულ წყვილს, ჟაკემო/ლანსელოს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 16:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები