ნადალი 900-იანთა კლუბის წევრია!
Aa
Aa

ნადალი 900-იანთა კლუბის წევრია!

მსოფლიოს ამჟამინდელმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა პროფესიონალურ კარიერაში მე-900 გამარჯვება მოიპოვა. "მატადორმა" ამ შედეგს საფრანგეთის ღია პირველობის 1/8 ფინალში გერმანელი მაქსიმილიან მარტერერის დამარცხებით მიაღწია.

ნადალმა, რომელიც 3 ივნისს 32 წლის გახდა, 900 მატჩის მოსაგებად 1087 შეხვედრა გამართა და ღია ერაში (1968 წლის აპრილის შემდეგ) მე-6 ჩოგბურთელია, რომელმაც სულ მცირე 900 გამარჯვება იზეიმა.

ესპანელი პრო-ტურში 2001 წლიდან თამაშობს და მოგებული მატჩების მაჩვენებლით, გილერმო ვილასს (949), ივან ლენდლს (1068), როჯერ ფედერერსა (1149) და ჯიმი კონორსს (1256) ჩამორჩება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები