სერენა უილიამსი
Aa
Aa

სერენა უილიამსი "როლან გაროსს" ტრავმის გამო გამოეთიშა

2018 წლის "როლან გაროსზე", სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას სუპერმატჩი აღარ შედგება. მხრის ტრავმის გამო, სერენამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სერენამ გუშინ ვენუსთან ერთად წყვილთა თანრიგში ითამაშა, თუმცა როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სადღეისოდ იმდენად დამაკმაყოფილებელი არაა, რათა კორტზე გავიდეს.

უმცროს უილიამსს თავისი 24-ე დიდი სლემის ტიტულის მოგების შანსი ივლისში, "უიმბლდონზე" ექნება.

შესაბამისად, ამ 2 ლეგენდარული ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრაში ანგარიში 3:19 გახდა - ამერიკელი კოლოსალური სხვაობით იგებს.

შარაპოვა ტურნირის 1/4 ფინალში, გარბინ მუგურუსასა და ლესია ცურენკოს მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ 31 წლის რუსმა აქამდე რეიჩელ ჰოგენგკამპი, დონა ვეკიჩი და კაროლინა პლიშკოვა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები