Aa
Aa

"რეალის" ფეხბურთელების სიცილი "ლივერპულის" გერბის ფონზე - შემთხვევით, თუ განზრახ?

ერთი კვირის წინ მარსელო და ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალის" რიგებში ჩემპიონთა ლიგის მფლობელები ზედიზედ მესამედ გახდნენ.

ამჯერად მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. "ენფილდზე" ბრაზილია ხორვატიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში ნეიმარის სუპერ გოლის წყალობით გაიხსნა.

 

მატჩის წინა ვარჯიშზე "ენფილდის" გვირაბში ერთმანეთს "რეალის" ფეხბურთელები მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი და კოვაჩიჩი შეხვდნენ.

კოვაჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ისინი ერთად იცინიან და ეს ყველაფერი "ლივერპულის" გერბის ფონზე ხდება.

ეს შემთხვევითობა იყო, თუ სპეციალურად გაკეთებული? ამის გადაჭრით თქმა რთულია.

სოციალურ ქსელებში ამ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ერთმანეთი ძველმა თანაგუნდელებმა ივან რაკიტიჩმა და ნეიმარმაც მოინახულეს.

"ბარსას" ოთხმა ნომერმა ინსტაგრამზე დაწერა: "მენატრები მეგობარო, მიხარია, რომ გნახე".

ფელიპე კოუტინიომ კი თავისი ყოფილი თანაგუნდელი დეიან ლოვრენი მოინახულა.

ლოვრენმა შემდეგი პოსტი გამოქვეყნა: "შენი ისევ ნახვა დიდებულია. ვიცი, რომ ეს ადგილი გენატრება".

თებერვლის შემდეგ მოედანს ნეიმარი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, შეხვედრაში ანგარიში სწორედ მან გახსნა.

პენტაკამპეონთა თავკაცს ტიტეს, ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს - მან, ნეიმარი სასურველ ფორმაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე ბრაზილია ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა რიკასთან და სერბეთთან ერთად ითამაშებს.
ხორვატების მეტოქეები კი არგენტინა, ისლანდია და ნიგერია იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები