დუმილი დარღვეულია! ოფიციალურად: გრიზმანმა თარიღი დაასახელა
Aa
Aa

დუმილი დარღვეულია! ოფიციალურად: გრიზმანმა თარიღი დაასახელა

გუშინ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში იტალიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

"მამლების" რიგებიდან გოლების ავტორები სამუელ უმტიტი, ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელე გახდნენ.

გრიზმანი შესაძლოა, მალე უმტიტისა და დემბელეს თანაგუნდელი გახდეს.

ესპანური პრესის ნომერ პირველი ინტერესის ობიექტი სწორედ გრიზმანის შესაძლო ტრანსფერია.

"ატლეტიკოს" შვიდიანს მატჩის შემდეგ ჟურნალისტები თავს დაესხნენ და მისი მომავლის შესახებ უამრავი კითხვა დაუსვეს.

გრიზმანმა დიდი ხნის შემდეგ დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა.

"დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მე ჩემს მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. თუ, რამეს გადავწყვეტ, ის აუცილებლად ისე მოხდება, როგორც მე მსურს".

როგორც აქამდე იყო ცნობილი, გრიზმანის მსურველი კლუბები და ამ შემთხვევაში "ბარსელონა", 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელს მარტივად გაიფორმებს. ამისთვის მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობაა საჭირო.

1 ივლისს გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ოფიციალურად 100 მილიონი ევრო გახდება.

"ბარსელონა" ფრანგ ფორვარდს 7 ნომრიან მაისურს უმზადებს. კატალონიელები ანტუანს 5 წლიან კონტრაქტსა და სეზონში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ.

როგორც თავად გრიზმანმა განაცხადა, მისი მომავალი 14 ივნისამდე, ანუ მუნდიალის დაწყებამდე ოფიციალურად გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები