Aa
Aa

"გუნდი ბრაზილიელი ფეხბურთელის გარეშე გუნდი არ არის" - მოურინიოს პირველი ტრანსფერი!

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა.

"წითელი ეშმაკები" თვლიან, რომ მათ "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედისთვის სატრანსფერო ბრძოლა მოიგეს.

როგორც ცნობილი იყო, ფრედის ყიდვა პეპ გუარდიოლას სურდა და "სიტი" შეთანხმებასთან ახლოსაც იყო, თუმცა როგორც ვხედავთ "იუნაიტედმა" თანაქალაქელს აჯობდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ფრედი "მანკუნიანელთა" რიგებში სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის და მას ოფიციალურად წარადგენენ.

"იუნაიტედი" ფრედის სანაცვლოდ 43 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 52,2 მილიონს შეადგენს.

ჟოზე მოურინიო თვლის, რომ მან თავისთვის სასურველი მოთამაშე შეიძინა. ფრედი არის ფეხბურთელი, რომელიც "განსაკუთრებულს" წლევანდელ სეზონშიც სჭირდებოდა.

რამდენიმე დღის წინ "სიტიმ" "ნაპოლის" ბრაზილიელი შუახაზელი ჟორჟინიო შეიძინა, რომელიც ფრედის ალტერნატივა იყო.

ჟოზე მოურინიომ რამდენიმე კვირის წინ ESPN-თან საუბრისას შემდეგი რამ თქვა: "გუნდი ბრაზილიელი ფეხბურთელის გარეშე გუნდი არ არის. ვინ იცის, შესაძლოა მომდევნო სეზონში შემადგენლობაში ბრაზილიელი მოთამაშეც გვყავდეს".

ჟოზემ სურვილი აისრულა, ფრედი მომდევნო სეზონიდან "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ფრედი "შახტარის" ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. მის ანგარიშზე 155 შეხვედრაში 15 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები