Aa
Aa

"ბატიგოლი" ფეხბურთს უბრუნდება - ლეგენდები სამწვრთნელო კურსს იწყებენ

ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ანდრეა პირლო, ალბერტო ჯილარდინო, ტიაგო მოტა და გაბრიელ ბატისტუტა სამწვრთნელო კურსებს გადიან.

ორშაბათს ისინი უეფას B და A კატეგორიის შემსწავლელ კურსს დაიწყებენ, რომლის მიხედვითაც, იტალიის სერია C-ს კლუბის მთავარი მწვრთნელობა, ხოლო სერია B-სა და სერია A-ში მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციის შესრულება შეეძლებათ.

მაგალითად, ანდრეა პირლოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე განიხილავენ და ამის შესახებ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იწერება.

რაც შეეხება 49 წლის გაბრიელ ბატისტუტას, კარიერის დასრულების შემდეგ იგი ფეხბურთს ჩამოშორდა და ამ სპორტს 13 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

კურსს ასევე ეუფლებიან „ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი, პაოლო კანავარო, „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი, პაოლო მონტერო, „მილანის“ ყოფილი უკანახაზელი, დანიელე ბონერა და „ლაციოს“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანსელინო მატუსალემი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები