ვინ შეცვლის ზიდანს? - უპირველესი კანდიდატია პოჩეტინოა
Aa
Aa

ვინ შეცვლის ზიდანს? - უპირველესი კანდიდატია პოჩეტინოა

მადრიდის ''რეალიდან'' მოულოდნელად წასული მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა მაურისიო პოჩეტინომ შეცვალოს. არგენტინელი სპეცილიასტი, რომელმაც ახლახანს ''ტოტენჰემთან'' კონტრაქტი გაახანგრძლივა, ''ესპანიოლიდან'' წამოსვლის შემდეგ პრემიერლიგაში წარმატებით მოღვაწეობს. marca-ს ცნობით პოჩეტინო ''რეალის'' მთავარი მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია.

independent-ის ცნობით პოჩეტინოს გარდა ''სამეფო კლუბი'' არსენ ვენგერის, იოახიმ ლიოვისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს. ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალისთვის მზადება დაიწყო და ნაკლებად სავარაუდოა პარალელურ რეჟიმში ევროპის საუკეთესო კლუბთან მოლაპარაკება აწარმოოს.

რაც შეეხება იტალიელს, ''ჩელსიდან'' ანტონიო კონტეს წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მის შემცვლელად კი მაურისიო სარის კანდიდატურა სახელდება. ''რეალის'' გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატია გუტი, რომელიც 2013 წლიდან ''რეალის'' აკადემიაში მოღვაწეობს.

შეგახსენებთ, 45 წლის ზიდანმა რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ 2016 წლის იანვარში დაიკავა ''რეალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი. ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა 149 მატჩი ჩაატარა. მათგან 104 შეხვედრა ''სამეფო კლუბის'' გამარჯვებით დასრულდა, 29 თამაში კი - ფრედ. ზიდანის ხელმძღვანელობით კლუბმა 9 ტიტული მოიგო, მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგის თასი.

''ახლა ცვლილების დროა'' - ''ვფიქრობ წასვლის დრო სწორად შევარჩიე''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები