ოფიციალურად ლამპარდი ''დერბის'' მთავარი მწვრთნელია - ლამპარდს ყოფილი თანაგუნდელი დაეხმარება
Aa
Aa

ოფიციალურად ლამპარდი ''დერბის'' მთავარი მწვრთნელია - ლამპარდს ყოფილი თანაგუნდელი დაეხმარება

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ''ჩელსის'' ყოფილი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბ ''დერბი ქაუნთისთან'' 39 წლის ლამპარდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''ყოველთვის მსურდა დიდი ტრადიციისა და ისტორიის მქონე კლუბის გაწვრთნა. სწორედ ასეთია ''დერბი ქაუნთი'' და ეს არის უდიდესი შესაძლებლობა. ვიცი რომ მთავარი მწვრთნელობა არ იქნება ადვილი, მაგრამ მე მოუთმენლად ველი სამუშაოს დაწყებას'' - განაცხადა ლამპარდმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

''დერბი ქაუნთის'' სამწვრთნლო შტაბში იმუშავებს 39 წლის ჯოდი მორისი, რომელიც ''ჩელსიში'' ლამპარდის თანაგუნდელი იყო. ისინი 2001-03 წლებში ''არისტოკრატებისთვის'' მხარდამხარ თამაშობდნენ. მორისი 2014 წლიდან ''ჩელსის'' აკადემიაში მუშაობდა. მისმა გაწვრთნილმა 18 წლამდე გუნდმა უკანასკნელ ორ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასის ახალგაზრდული გათამაშება მოიგო.

''ფეხბურთელეთაგან მხოლოდ გამონიკლისებმა მოახერხეს ფრენკის მსგავსად ტიტულების მოპოვება. ის არის ლიდერი და გამარჯვებული. მას აქვს ხასიათი, ქარიზმა, იცის როგორ მიაღწიოს წარმატებას. ვფიქრობ მას შეუძლია გახდეს წარმატებული მწვრთნელი'' - აღნიშნა მორისმა.

ჯოდი მორისი და ფრენკ ლამპარდი ''ჩელსის'' შემადგენლობაში

ფრენკმა ფეხბურთელის კარიერა 1995 წელს ''ვესტ ჰემში'' დაიწყო. ''ჩაქუჩებმა'' მცირე ხნით ''სუონსიში'' გაანათხოვრეს, 2001 წელს კი ''ჩელსიში'' გაყიდეს. ამპლუით ნახევარმცველმა ''არისტოკრატების'' შემადგენლობაში 13 დაუვიწყარი წელი გაატარა და ერთი სეზონი ''მანჩესტერ სიტიში'' ასპარეზობდა. მან კარიერა 2016 წელს MLS-ის ''ნიუ იორკ სითიში'' დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები