ბეილმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებთან ყოფნის ნაცვლად 20 წუთი
Aa
Aa

ბეილმა ფინალის შემდეგ თანაგუნდელებთან ყოფნის ნაცვლად 20 წუთი "ლივერპულის" გასახდელში გაატარა

"დეილი მეილის" ინფორმაციით გარეტ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ თანაგუნდელებთან ყოფნის ნაცვლად 20 წუთი „ლივერპულის“ გასახდელში გაატარა. ინგლისური გაზეთის ინფორმაციით უელსელმა ფეხბურთელი ადამ ლალანას სანახავად მივიდა, რომელიც „საუთჰემპტონში“ მისი თანაგუნდელი იყო.

ბეილმა ჩემპიონობა მოედანზე „რეალის“ ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა, თუმცა მინდვრის დატოვების შემდეგ „ლივერპულის“ გასახდელში მისი მეგობრების სანახავად მივიდა. უელსელი ფეხბურთელი მადრიდში გამართული აღლუმისას ღია სახურავის მქონე ავტობუსის უკანა ნაწილში იჯდა და გუნდისგან გარიყულ ადამიანს ჰგავდა.

ეს ორი ფაქტი ბეილის მადრიდულ იმედგაცრუებას მშვენივრად ასახავს. უელსელს „ბლანკოსის“ დატოვება და პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. გავრცელებული ინფორმაციით მისი საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

ბეილის გაღიზიანება ფინალში სათადარიგო სკამზე დატოვებამ გამოიწვია. გარეტს ლიგის ეგიდით ბოლო 4 შეხვედრაში 5 გოლი ჰქონდა გატანილი და ფიქრობდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებდა. „რეალის“ გარემარბი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და 64-ზე საოცარი მაკრატელა გაიტანა. ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან „რეალის“ ბოსები გააფრთხილა, რომ თუ მიცემული პირობები არ შესრულდება, იგი გუნდს აუცილებლად დატოვებს.

28 წლის ნახევარმცველს ზინედინ ზიდანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და „სამეფო კლუბის“ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც აზარისა და ნეიმარის გაფორმებაზეა ორიენტირებული, ბეილმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. უელსელის მთავარი პრობლემა ფინანსური მხარეა, რომლის გადაჭრა ევროპაში მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები