ისევე როგორც
Aa
Aa

ისევე როგორც "ბარსას" - "პსჟ" "რეალს" კონტრშეტევას უკეთებს - 45 მილიონი ევრო ყოველწლიურად!

კრიშტიანუ რონალდუს მიმართ ევროპული პრესის ინტერესი დღითიდღე იზრდება.

„ლივერპულთან“ ფინალის შემდეგ გაკეთებული ხმამაღალი განცხადების შემდეგ ყველას აინტრესებს, თუ რას იზამს კრიშტიანუ.

ფეხბურთელმა თავად თქვა, რომ საკუთარი მომავლის შესახებ განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებდა.

დღეს კი ესპანურმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „პსჟ“ მზადაა რონალდუს შეუთანხმდეს და მას ყოველწლიურად 45 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კრიშტიანუს ანაზღაურება თითქმის იმდენი იქნება რამდენიც მესის (50 მილიონი). პორტუგალიელსაც სწორედ ეს სურს.

33 წლის ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ თავისი 21 მილიონიანი ანაზღაურებით უკმაყოფილოა, ხოლო „ბლანკოსი“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ გეგმავს.

რონალდუს პრობლემები სასამართლოშიც აქვს. მას, ბრალი შემოსავლის დამალვაში ედება და ჯარიმის სახით 14.7 მილიონის გადახდა ეკისრება. ხსენებული თანხა, დამატებითი ჯარიმებისა და ხარჯების გათვალისწინებით 28 მილიონამდე იზრდება.

პარიზელებს რონალდუს თანხმობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „რეალი“ არ დათმობს და „პსჟ“ გამოსასყიდ თანხასაც ვერ გადაიხდის, რადგან სამეფო კლუბი მის სანაცვლო მილიარდ ევროს ითხოვს.

რა თქმა უნდა, ასეთი თანხის ჩაწერა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოთამაშე არ იყიდება.

„პსჟ“ რონალდუს სუსტი მხრიდან უვლის და მას საოცარ პირობებს სთავაზობს.

სავარაუდოა, რომ პარიზულ კლუბს მალე ედინსონ კავანი დატოვებს და ნასერ ალ ხელაიფის მბაპე-ნეიმარის დუეტის შევსება რონალდუთი სურს.

შეიხი მილიარდერი თავისი ძალის დემონსტრირებას განაგრძობს. გასულ ზაფხულს „ბარსელონამ“ მარკო ვერატის გადაბირება სცადა, პასუხად კი ხელაიფიმ კატალონიელებს ნეიმარი წაართვა.

ამჯერად, „რეალს“ ნეიმარის შეძენასურს, თუმცა საქმე იქითკენ მიდის, რომ მადრიდელები რონალდუს გარეშე დარჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები