ჯოკოვიჩმა
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა "როლან გაროსზე" მე-60 მატჩი მოიგო

საფრანგეთის ღია პირველობის 2018 წლის გათამაშების პირველ რაუნდში ნოვაკ ჯოკოვიჩი როჟერიო დუტრა სილვას დაუპირისპირდა და 3 სეტში, 6:3; 6:4; 6:4 დაამარცხა.

"ნოლემ" ამ ტურნირზე 72-ე შეხვედრა ჩაატარა და საიუბილეო, მე-60 გამარჯვება იზეიმა. მას საუკეთესო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როცა პარიზში ჩემპიონობა მოიპოვა, რითაც "კარიერული სლემი" შეასრულა.

სერბი ვარსკვლავი მიმდინარე გათამაშებაზე მე-20 ნომრადაა განთესილი, რაც 2006 წლის შემდეგ დიდი სლემის ტურნირზე მისთვის უდაბლესი განთესვაა.

ჯოკოვიჩი მე-2 რაუნდში ესპანელ ხაიმე მუნარს შეხვდება, რომელმაც თანამემამულე დავიდ ფერერს ურთულესი მატჩი მოუგო. თამაში 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მუნარი სეტებში 0:2 აგებდა, თუმცა 3:6; 3:6-ის შემდეგ, ზედიზედ 3 პარტია 7:6; 7:6; 7:5 მოიგო.

დავიდ ფერერი "როლან გაროსზე" მე-16-ედ მონაწილეობდა პირველ წრეში პირველად წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები