ბასილაშვილი სიმონთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი სიმონთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას პირველსავე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი ფრანგ ჟილ სიმონთან 4 სეტში, 4:6; 0:6; 7:6; 4:6 დამარცხდა და წინა წელს დაფიქსირებული შედეგი ვერ გაიმეორა, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში რეგრესი ელის.

სიმონმა უჩვეულოდ ბევრი, 15 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა კი 4 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ჟილ სიმონი მომდევნო წრეში ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზეა, წინა წლის "როლან გაროსის" მე-3 წრეში გააღწია. მან სიმონის გარდა, ვიქტორ ტროიცკის მოუგო, 1/16 ფინალურ სტადიაზე კი "თიხნარის მეფედ" წოდებულ და საფრანგეთის ღია პირველობის 10 გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები