6 რამ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოგრჩათ
Aa
Aa

6 რამ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოგრჩათ

26 მაისი „ლივერპულის“ საღამო ნამდვილად არ ყოფილა. კარიუსის შეცდომების და ბეილის საოცარი გოლის შედეგად „რეალმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მესამედ მოიგო.

გთავაზობთ 6 მოვლენას, რომელიც შესაძლოა დაძაბულობის გამო გამოგრჩათ.

უსეინ ბოლტმა „ლივერპულის“ დამარცხება აღნიშნა

ჩემპიონთა ლიგის ფინალმა ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩინა. იამაიკელმა მძლეოსანმა უსეინ ბოლტმა, რომელიც „მანჩესტერის“ დიდი გულშემატკივარია, მოსისხლე მტრის დამარცხება აღნიშნა. ფორმულა 1-ის ვარსკლავმა, ფერნანდო ალონსომ, საყვარელი გუნდის მე-13 გამარჯვება მონაკოს გრან პრისას იზეიმა.

მტრები, რომლებიც თანაგუნდელებზე ახლოს არიან

კიევში ყველაზე ცუდი საღამო „ლივერის“ მეკარეს, ლორის კარიუსს ჰქონდა. გერმანელმა ორი ბავშვური შეცდომის შედეგად ორი გოლი გაუშვა. მატჩის შემდეგ ატირებულ კარიუსს თანაგუნდელების ნაცვლად მადრიდელი ვარსკლავები ამშვიდებდნენ და გარეტ ბეილი პირველი აღმოჩნდა, რომელიც კარიუსის დასაწყნარებლად მივიდა.

ზიდანი ბეილის შედევრმა გააოცა

2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმის ნათელი მაგალითია, რომ ზიდანს შედევრების შექმნა შეუძლია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გარეტ ბეილის არაამქვეყნიურმა გოლმა ფრანგი ლეგენდაც აღაფრთოვანა.

კლოპის რეაქცია ბენზემას გატანილი გოლის გაუქმების შემდეგ ნამდვილი სანახაობა იყო, თუმცა ესპანელი ქომაგის ვარდნას ნამდვილად არაფერი სჯობდა. „რეალის“ გულშემატკივრებმა ბენზემას არჩათვლილი გოლის აღნიშვნისას თავი ვერ შეიკავა და „საკუთარი ნებით“ მოედანზე „გადმოვარდა“.

რონალდუს გოლის გატანის საშუალება მოედანზე შემოჭრილმა ქომაგმა არ მისცა

„რეალმა“ ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ კრიშტიანუმ საშინელი მატჩი ჩაატარა. შეხვედრის გმირი უდავოდ უელსელი გარეტ ბეილი იყო. რონალდუს გოლის გატანის საშუალება მატჩის ბოლოსკენ მიეცა, თუმცა მადრიდელი ვარსკლავის შეტევა მოედანზე შემოვარდნილმა გულშემატკივარმა ჩაშალა.

რონალდუს ბოროტი გამოხედვა

ფინალის წინ ცხადი ერთი რამ იყო. კრიშტიანუ გადამწყვეტი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა. რონალდუს მოტივაცია ჯერ კიდევ გვირაბში გამოჩნდა, სადაც პორტუგალიელმა ვარსკლავმა მოჰამედ სალაჰს წამიერი ბოროტი მზერა „ესროლა“. „ლივერპულის“ შემტევს მადრიდელთა ლიდერის „საქციელი“ არ შეუმჩნევია... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები