სალაჰი:
Aa
Aa

სალაჰი: "ეს იყო ძალიან რთული ღამე, მაგრამ მე მებრძოლი ვარ"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, მუჰამედ სალაჰმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა საკუთარი twitter-ის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

"ეს იყო ძალიან რთული ღამე, მაგრამ მე მებრძოლი ვარ. არსებული შანსების მიუხედავად მჯერა, რომ რუსეთში გავემგზავრები.

თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მე იმ ძალას მმატებს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება".

რენტგენის გადაღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სალაჰის ტრავმა არც თუ ისე უიმედოდ გამოიყურება.

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ექიმის თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხურთელმა მუნდიალზე ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები