ეგვიპტელს გამოკვლევა ჩაუტარდა - მუნდიალი სალაჰის გარეშე
Aa
Aa

ეგვიპტელს გამოკვლევა ჩაუტარდა - მუნდიალი სალაჰის გარეშე

გარი ლინეკერმა BT Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ ''ლივერპულის'' ფეხბურთელ მო სალაჰს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის მიხედვით სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მხრის ტრავმა დაუდგინდა. დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ეგვიპტელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს.

nhs-ზე დაყრდნობით Mirror-ი იუწყება, რომ აღნიშნული ტიპის ტრავმის სრულად მოშუშება 12-16 კვირის ვადაშია შესაძლებელი, რაც ნიშნავს რომ სალაჰი გამოტოვებს არამარტო მსოფლოს ჩემპიონატს, არამედ ''ლივერპულს'' შემდეგი სეზონის სტარტზე ვერ დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ''ლივერპულის'' გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ სალაჰის ტრავმა ძალიან სერიოზულია და ის თავს კარგად არ გრძნობდა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას სალაჰმა მხრის ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეგვიპტის ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება, რაც ''ფარაონებისთვის'' უდიდესი დანაკლისია.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის ''რეალმა'' 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' ესპანურმა გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. მო სალაჰმა ტრავმის გამო მინდორი პირველი ტაიმის 30-ე წუთზე დატოვა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები