ნეიმარი ახალ თამაშს იწყებს:
Aa
Aa

ნეიმარი ახალ თამაშს იწყებს: "გუარდიოლასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი"

ზაფხულის მოსვლასთან ერთად საკლუბო სეზონიც სრულდება, მაგრამ ნეიმარისთვის სატრანსფერო სეზონი იწყება, სადაც ბრაზილიელი ყოველთვის მთავარი ვარსკვლავია.

ნეიმარისა და "რეალის" საგა ყველასათვის ცნობილია. პერესს ბრაზილიელის შეძენა სურს, ალ ხელაიფი კი უარზეა.

შემდეგ გამოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც მადრიდელებს ბრძოლა გამოუცხადა და ნეიმართან მოლაპარაკებებიც გამართა.

ფაქტია, რომ ესპანელებიც და ინგლისელებიც ფინანსურად უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობენ და დათმობას არცერთი მხარე არ აპირებს.

დღეს, ესპანურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა, კერძოდ კი ნეიმარის კომენტარი.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალი თამაში წამოიწყო, სახელად "მანჩესტერ სიტი".

"მე ყოველთვის მსურდა, რომ პეპ გუარდიოლასთან ერთად მემუშავა. ის განსხვავებულია.

როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, პეპი ერთი წლის წასული იყო. მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომეწონებოდა".

ცნობილია, რომ "სიტი" ამ ზაფხულს ერთი მეგატრანსფერის განხორციელებას გეგმავს და არ არის გამორიცხული, რომ "ქალაქელები" ნეიმარისთვის ბრძოლაში ჩაებან.

არავინ იცის, თუ რას მოიმოქმედებს ნეიმარი მამამისთან ერთად. ამის განჭვრეტა წარმოუდგენელთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები